ნაწარმოებები



ავტორი: ქარდა ქარდუხი
ჟანრი: პოეზია
31 აგვისტო, 2009


საუბარი მწუხარებაზე

დენისა ლევერტოვი

ეჰ, მწუხარებავ,
არ მოგქცეოდი ისე როგორც ძაღლს უპატრონოს
სახლის უკანა კართან მოძურწულს
პურის ქერქისთვის, გალოკილ ძვლისთვის.
უნდა მერწმუნა შენი.

სჯობდა რომ სახლში შემომეყვანე
დამეთმო შენთვის პატარა კუთხე
მომეცა შენთვის დასაწოლად
ძველმანი ქეჩა
და წყლის ჭურჭელი.

შენ ნუ გგონია თითქოს არ ვიცი
ჩემი კიბის ქვეშ რომ შეყუჟულხარ.
როგორ გწყურია  საკუთარი ადგილი ნახო
ზამთრის მოსვლამდე.
შენ გსურს სახელი
შენ გსურს საყელო და იარლიყი.
შენ გსურს უფლება გვამცნო სტუმრის შემობრძანება,
გსურს
ჩემი სახლი შენად იგულო
მე შენს პატრონად
შენდათავად კი ჩემს საკუთრებად,
საკუთარ ძაღლად.


Talking to Grief

Ah, Grief, I should not treat you
like a homeless dog
who comes to the back door
for a crust, for a meatless bone.
I should trust you.

I should coax you
into the house and give you
your own corner,
a worn mat to lie on,
your own water dish.

You think I don't know you've been living
under my porch.
You long for your real place to be readied
before winter comes. You need
your name,
your collar and tag. You need
the right to warn off intruders,
to consider
my house your own
and me your person
and yourself
my own dog.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები