ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანუშკა007
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
1 სექტემბერი, 2009


მონატრება

ნიავია ცივი. ალბათ იტირებს ცა ... წვიმად წამოვა ანგელოზის ცრემლები...! ზოგს წამლად ერგება წვიმად მოსული ცრემლი ზოგსაც კი გულს ატკენს. მონატრების მძაფრი ფერი დაჰკრავს ამ ტკივილს. უამრავი ხმა ისმის მაგრამ მე მარტო გულის ხმას ვარჩევ და მისი ჩურჩული გადმომაქვს ფურცელზე. აღელვდა ზღვა. გორდება ეული ცრემლი ღაწვებზე, სველდება ბაგე და აღარ ჩურჩულებს გული უკვე  გადმოხეთქა დიდმა ტკივილმა და ატირდა... ის ენატრება. იცის რო არ დაბრუნდება... ამ წვიმამ კი მისი თავი გაახსენა, თითქოს ეფერებოდა წვეთები. სტკიოდა გული, ძალიან სტკიოდა და ამ ტკივილს მონატრების მძაფრი ფერი ჰქონდა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები