ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: khergo
ჟანრი: პოეზია
1 სექტემბერი, 2009


ერთსტროფიანი ლექსები

"ბახუსი"

დალევ ორ ჭიქას, გულზე რაღაც სევდა გაწვება,
დაჩიავდები, გრძნობ ამ ქვეყნად, შენ ხარ პატარა,
მერე კურცხლები, დაიწყებენ გორვას ღაწვებთან,
როცა ბახუსი შენ დაგტოვებს ბედის ამარა...


"სკამი"
(ეძღვნება ყველა გაზულუქებულ ადამიანს)

მოდი, "მეგობარო", ჩამოჯექი,
ეგ ბებერი ძვლები დაასვენე,
სამშობლოსათვის ვერ გამოდექი,
აგერ სკამზე მაინც განისვენე...


***

მზის სხივში მალული, ციური ალერსი,
იღვრება ჩემში და მიცქერის თვალებში,
მე ვგრძობ, რომ ძალუმად, სითბოთი ვივსები
და ვნატრობ, რომ გაჰქრნენ საერთოდ ნისლები...


"ნუთუ?!"

ბუმბერაზ ქართველებს სძინავთ და ელიან,
რომ მათი სამშობლო უთუოდ იბრწყინებს,
სიზმრებში უდარდელ სიმღერებს მღერიან,
გგონიათ გვეშველა?! მაშინ მეც მიპრწკინეთ...


"ჟამთასვლა"

მთვარემ დახუჭა თვალები
და დედამიწა დამძიმდა,
ზოგს დღეს დაედო ვალები,
ზოგიც საკმაოდ გამდიდრდა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები