დემნას სტუმრობამ კიდევ უფრო განავრცო ლხინი. მაშინ, როს მთვარე ლამპარივით დაენთო ცაზე და ორღობეებს შემოერღვათ გულზე სიბნელე, წასვლა ინდომა მაკინემ და შიმუნვარს უხმო. წამოიშალნენ მზეჭაბუკნი გასაცილებლად... - მე გავაცილებ!“- ქალის ძიას უთხრა დემნამ და მაკინეს უკან დაედევნა როგორც მდევარი. ნელი ნაბიჯით მიდიოდნენ. ჩირაღდნის ფონზე კიდევ უფრო ბრწყინავდა ქალი... თაღოვან ხიდთან როს მივიდნენ შედგა მაკინე, შიმუნვარს თხოვა მისულიყო სახლში სწრაფად და საღამოს სუფრა გაეშალა უცხო სტუმრისთვის. გაჩერდა ვაჟიც, ჩირაღდანიც ასწია ზევით, რადგან უწყოდა, უცქეროდნენ ორთავ სახლიდან... გამოეგება ღამის სტუმარს მალხაზი ხიდთან, შეიპატიჟა ეს გვიანი მგზავრი ოჯახში. -თქვენს ქალიშვილთან სასაუბროდ მოვსულვარ რადგან, გავიგე სალბუნს ამზადებსო მრავალ სნეულთა. - უთხრა დემნამ და გააგრძელა - არ დაიჯერეს, როს ვიუბნე იმის შესახებ, თუ კი რა რიგად მოვურჩინე წარბის იარა. მე არ ვიცოდი, თუ მაკინეც აქიმი იყო. დემნა იმ ღამით სტუმრად დარჩა მაკინეს სახლში. ორ აქიმს ბევრი სასაუბრო ჰქონდათ საერთო. შემოათენდათ ლამის თავზე და მერე როცა, ორივ ყმაწვილი თავის საწოლ ოდას მიადგა, ვაჟმა უნებურ გულს გაანდო ნდომა საძრახი... ერთი პატარა ტიხარიღა ყოფდა მათ ოდებს, ესმოდათ სუნთქვა ერთურთის და საწოლთ ჭრიალი. ვაჟის სტუმრობამ სიხალისე შეჰმატა ასულს და ძველებური სიანცისკენ უწია გულმა. წამოდგა ფეხზე, დაიჭირა ხელში თილისმა და როგორც ცხადში, ისე იწყო ახლა მიმოსვლა. ავი სულივით გაიარა ტიხარის ჭრილში და თავს წაადგა ღამის მნათობს მომზირალ ჭაბუკს. შემდეგ ფეხებთან მოუარა, უხმოდ ჩამოჯდა და სულ ახლოდან დააცქერდა დაღვრემილ უსოს. ღია სარკმლიდან შემოპარულ ღამის დედოფალს ვაჟკაცის მკერდზე უსირცხვილოდ დაედო თავი. უცქერდა ვაჟი განათებულ თავის საწოლს და ერჩივნა სულ სხვა დედოფალი ჰყოლოდა გვერდით... განრისხდა ქალი. არ ელოდა მთვარისგან ღალატს,- ,,რაღა ჩემს სტუმარს დაადგაო როსკიპმა თვალი!?“...ცივმა ნიავმა დაუბერა და სარკმლის ფარჩას უნებურ თვისი არშიყობა შეჰკადა წამით. შეწუხდა მთვარე, აიყარა ვაჟკაცზე გული და უხალისოდ აიკრიფა ოქროს კალთები... დამშვიდდა ქალი, როს მსიძავი გაჰყარა ჭაბუკს და თავის ოდას მიაშურა ტიხარის ჭრილით. ღონემიხდილი მიესვენა უხმოდ საწოლზე... ანდამატივით მიიზიდა ტყე-ღრემან ქალი. გაქუსლა ცხენი. გასცდა მდინარეს, გასდა ხიმეს - შემდეგ ფოლორცებს და კლდეთა შიგან ჩანჩქერებში ამოჰყო თავი. ზურმუხტის ფერი დადებოდა რატომღაც ჩანჩქერს და ბროლის ნაცვლად ყვავილები ცვიოდა ტბაში. ვერ უჯერებდა ქალი თვალებს, რადგანაც უცებ ტბის ზედაპირი დაემსგავსა მოჩითულ ველებს... ცქერით რეტდასხმულს უცნაური სურვილი კლავდა, სურდა ამ ტბაში ებანავა ყვავილთა შორის. უმზირა დიდხანს... თუმც ცდუნებას ვეღარ გაუძლო - შემოიძარცა საფარველი, გაფინა ქარში. შიშველ სხეულზე მზე აეკრა ურცხვი ლაციცით, უკვე ვერავინ უწოდებდა მას მზეთუნახავს... შევიდა წყალში, შეიტყუა მზეც საბანაოდ და ყვალილნარის სურნელების იგემა ბანგი. გაბრუებული იწვა დიდხანს ყვავილებს შორის და მზე სიბაზე უშანთავდა ყამიწს ტუჩებით...ნეტარებისგან აღტყინებულს აღმოხვდა კვნესა... მოეგო გონს და ნათლად იგრძნო სიბაზე ხელი. მობრუნდა ქალი, თითქოს მიწაც მოატრიალა და თავის სტუმარს უნებურად მიაპყრო თვალი. დემნას დანახვამ დაბანგული სულ მთლად არია და გონწასული მიესვენა ვაჟკაცის მკერდზე. უფრორე მჭიდროდ შემოხვია ვაჟკაცმა ხელი და გახელებით დაეწაფა ქალწულს ტუჩებზე... მაკინეს მსგავსად ყვავილებმა დემნასაც ძლიეს... ვაჟის ალერსმა დაუბრუნა დიაცს გონება, თუმც კოკობ მკერდზე ვერ აღგავა ტუჩებით კვდომა... და მაშინ, როცა მიიტმასნა ვაჟკაცმა მკერდზე და საოცარი სიყვარულით დაუწყო ცქერა, უეცრად იგრძნო კიდევ ერთი შეხება ზურგთან - სულ სხვა ტუჩები უკოცნიდნენ ნაფერებ კისერს... ისედაც ხელი, აირია უფრო ქალწული, ორ სხეულს შორის მომწყვდეული თევზივით სხლტოდა... განრისხდა ქალი, განუტევა სხეული ტბაში და ფოშფოშივით აიცრიცა სული ჰაერში. გადასცქეროდა თავის სხეულს უხმოდ ზევიდან და ვერ გაეგო, რად ხდებოდა მის თავს საზარი... ... და მაშინ, როცა ტყეში ქარის იმატა ქროლვამ და მზეჭაბუკნი დაიღალნენ ქალის ალერსით, ზეცაში მყოფმა დაინახა სისხლის ნაკადი, სისავარდივით რომ მისდევდა სპა ყვავილების. მინდვრის ყვავილებს გულს ესვენათ ქალის სხეული... სინდიყვის ცრემლი დაუგორდა ზეცას ღაწვებზე...
ვაი, რომ კარგად ვერ გათვალა მაკინემ ზრახვა და თვის საქციელს უნებურად დაუგო მახე - ვაჟის ოთახში თილისმანით გასულმა ქალმა ძილისწინ აღარ შეინახა გრძნეულთა სახვა. მთვარემ კი თვისი მთვარეული დაჰრია ხელი და ქალს ძილთაშინ აურია ხილვის საბუდო... არ აპატია მთვარემ ასულს აღრევა ღამის და ის ყმაწვილიც მისი ხილვის მოწმე გახადა. ...გამოიღვიძა მაკინემ და ფეხზე წამოდგა, თითქოს არ ეყო რაც ოდის შიგ იყო ჰაერი და ხელქმნილივით გავარდა გარეთ. იქ კი ჭაბუკი იდგა სიზმრით გაოცებული... გაოგნებული შეაცქერდნენ ერთურთს თვალებში, ისე რომ თვისი შიშვლით ყოფნა არც კი უგრძვნიათ. ან კი რაღადროს, როს წუთისწინ ერთურთით დამტკბართ, თითქოს ახლაც კი ასდიოდათ ყვავილთ სურნელი.... (გაგრძელება იქნება)
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. ბევრი სიტყვები არ მესმის, მაგრამე ეს არ მიშლის მთლიანობაში ნაწარმოების აღქმას. ძალიან კარგია. ბევრი სიტყვები არ მესმის, მაგრამე ეს არ მიშლის მთლიანობაში ნაწარმოების აღქმას. ძალიან კარგია.
9. დამამუნჯეთ. სასწაულია. დამამუნჯეთ. სასწაულია.
8. შიშველ სხეულზე მზე აეკრა ურცხვი ლაციცით, უკვე ვერავინ უწოდებდა მას მზეთუნახავს... შევიდა წყალში, შეიტყუა მზეც საბანაოდ და ყვალილნარის სურნელების იგემა ბანგი.
საოცარია!.....;;) 5 შიშველ სხეულზე მზე აეკრა ურცხვი ლაციცით, უკვე ვერავინ უწოდებდა მას მზეთუნახავს... შევიდა წყალში, შეიტყუა მზეც საბანაოდ და ყვალილნარის სურნელების იგემა ბანგი.
საოცარია!.....;;) 5
7. აჰა, ესეც მესამე ზღაპარი! კარგია, მზია! 5 აჰა, ესეც მესამე ზღაპარი! კარგია, მზია! 5
6. გაგრძელებას ველოდები ისე მოუთმენლად, როგორც ბავშვობაში ველოდებოდი ძილის წინ ზღაპრებს. ისეთივე ლამაზ სამყაროში გადავყავარ. დიდი მადლობა მზია გაგრძელებას ველოდები ისე მოუთმენლად, როგორც ბავშვობაში ველოდებოდი ძილის წინ ზღაპრებს. ისეთივე ლამაზ სამყაროში გადავყავარ. დიდი მადლობა მზია
5. ანდამატივით მიიზიდა ტყე-ღრემან ქალი. გაქუსლა ცხენი. გასცდა მდინარეს, გასდა ხიმეს - შემდეგ ფოლორცებს და კლდეთა შიგან ჩანჩქერებში ამოჰყო თავი. ზურმუხტის ფერი დადებოდა რატომღაც ჩანჩქერს და ბროლის ნაცვლად ყვავილები ცვიოდა ტბაში. ვერ უჯერებდა ქალი თვალებს, რადგანაც უცებ ტბის ზედაპირი დაემსგავსა მოჩითულ ველებს...
ულამაზესი.... ანდამატივით მიიზიდა ტყე-ღრემან ქალი. გაქუსლა ცხენი. გასცდა მდინარეს, გასდა ხიმეს - შემდეგ ფოლორცებს და კლდეთა შიგან ჩანჩქერებში ამოჰყო თავი. ზურმუხტის ფერი დადებოდა რატომღაც ჩანჩქერს და ბროლის ნაცვლად ყვავილები ცვიოდა ტბაში. ვერ უჯერებდა ქალი თვალებს, რადგანაც უცებ ტბის ზედაპირი დაემსგავსა მოჩითულ ველებს...
ულამაზესი....
4. რაღაც ჩადოქრობაში გადავედით მგონი...5 რაღაც ჩადოქრობაში გადავედით მგონი...5
3. ლამაზი. შეიძლება ზოგჯერ ზედმეტად. ლამაზი. შეიძლება ზოგჯერ ზედმეტად.
2. ისევ და ისევ მინდა ვთქვა: ულამაზესია და....არ მეყო! ისევ და ისევ მინდა ვთქვა: ულამაზესია და....არ მეყო!
1. საღამოსკენ წავიკითხავ ;;) ახლა კი,+2 ;;) საღამოსკენ წავიკითხავ ;;) ახლა კი,+2 ;;)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|