ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
1 სექტემბერი, 2009


შეხვედრა წარსულთან

ისეთ ჭკუაზეა ხასიათი,
ხმასაც რომ ვერ გასცემ უბატონოდ.
იქნება ალბათ, ასე, ღამის ათი,
მე და მარტოობა თავს ვპატრონობთ...

ამინდის წაკითხულ განაჩენზე
ფანჯრებს სახეები აეშალათ.
მერე ვისაუბრებ დანარჩენზე,
დავას რომ მოვრჩები კაეშანთან.

ჩემი სიმარტოვე პასეანსს შლის,
თვალი იზეპირებს სურათს კლიმტის.
ვატყობ, გამიფუჭდა ხასიათი,
რაღაც ყველაფერი ცუდად მიმდის.

ეს წვიმაც განწყობას ჩაუსახლდა,
ფიქრიც ქარ-წვიმების გამგონეა.
ახლა მიშველიდა ჩაის სახლთან
შევხვდე ერთ უთბილეს მოგონებას.

ჩემი მოგონება მელოტია,
უყვარს საუბარი მზერით მხოლოდ.
უკრავს სინანულის მელოდია,
წარსული დარჩა და... ხელი მთხოვა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები