ნაწარმოებები


გამოცხადდა ლიტერატურული კონკურსი- “ლილე2025“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამოცხადდა ლიტერატურული კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
3 სექტემბერი, 2009


თავს შევჩვევივარ...

სიმარტოვეში მცურავ ტიპს ველი,
ისე უბრალოდ, ისე მარტივად,
მეგონა თავს არ ვაპატიებდი,
_რაც მაპატია...
გულგრილობების დამაქვს მარაო,
ისე ნატიფად, ისე მალულად,
თავთან არც რა მაქვს თითქოს სადაო
_წმინდა ქალური...
  უხერხულობის ხერხი გავღუნე,
  უეჭველად და ხელგაუჭრელად.
  ბოლო დროს ერთი რამე მაღონებს,
_აღარ ვფუჭდები...
  უდარდელობის ვაღებ დარაბებს,
  ისე ღიად და ისე თამამად,
  თითქოს, ქარს ვწერდე ღია ბარათებს,
_მცივა ამაღამ...
  უყველაფრობის ფერი წავისვი,
  ვჩანვარ გარედან ისე ფერადი,
  აზრი დაკარგა აზრმა თავისით,
_ხვდება ვერავინ...
  ჩემს ვერტიკალურ ნატვრებს ვამიწებ,
  წლებმა რომ იცის, მხოლოდ იმ ფასად.
  ცა თმებით ვიცი აღარ დამიჭერს,
-ცა "გაიმაზა"...
  სიმარტოვეში მცურავ ტიპს ველი,
  ისე ჩემნაირს, ისე ჩემიანს,
  მე არც ბოლო ვარ და არც პირველი,
_თავს შევჩვევივარ...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები