ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: იმო ჯახუანი
ჟანრი: პოეზია
5 სექტემბერი, 2009


გასაფრენად გამზადებული ცისა


ეჭვით  დაღლილი
ბოლოს  მაინც  გლახ-გულს  დავნებდი...
და  როცა  აპრილს
კვლავ  მოედო  ჭრელი  ხანძარი,
დავბრუნდი  შენთან
ახლადგაშლილ  იასამნებით
და...  სიყვარულით  -
უკვე  დამჭკნარით...

განბანილს  ცრემლში,
ვით  ცვარნამში  მინდვრის  ყვავილი,
ვერ  დავუჭირე  მონატრებას
მაინც  სადავე...
და  ბედისაღმართდალეულმა
პეშვი  წყალივით,
ვერ  იქნა, 
ჯერაც 
თავდაღმართი
ვერ
ჩავათავე...

ჟუჟუნა  წვიმად  დაედინა
შენი  ქვითინი
ნაგვემ  ხსოვნაში  ამოტვიფრულ
ეჭვის  ნაკვალევს...
კვლავ  დაფრთიანდა
ფრთაშეჭრილი  გული  ჩიტივით
და  გასაფრენად  გამზადებულ
ცას  შეჰკანკალებს...

გულმაღა  იცის,
რაც  დაჰკარგა
და  რას  მისტირის...
ვინც  რაც  დაკარგა  -
ზეციერო,
ყველას  აკმარე!...

1976 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები