ეფერებოდა ვაჟი ქალის დაკვირტულ სხეულს. გაპობილ ბაგეთ მორიდებულ ამბორს უყოფდა. აღერილ ყელზე დაეძებდა ტუჩებით ძარღვებს და სისხლის ჩქერას მიჰყვებოდა ქვევით, გულამდე. იქ კი, მცირე ხნით ყუჩდებოდა და ყურს უგდებდა, ვით იმსხვრეოდა ჩანჩქერებად ჩაღვრილი ლალი. სისხლის ნაკადებს ადევნებული ვნების მორევში ტრიალებდა გულის წასვლამდე... და შემდეგ, შემდეგ მიჰყვებოდა სისხლის მდინარეს ამ საოცარი ქალის ტანში სამოგზაუროდ... ტიროდა ქალი... გათანგული იწვა საწოლზე და ეშინოდა უნებური გამოფხიზლების... ვაჟი კი, როგორც მომაკვდავი, ისე ცდილობდა ყოველი წამის უკვდავყოფას სამარადისოდ. ალერსით ქალის სულის პყრობა ეწადა ჭაბუკს,თუმც სულის სინდონს კვლავ უდრეკად ეჭირა თავი... მეორე დილით, როს სარკესთან უსხეულთსაქმეს მიჰყო ხელი ჩვეულად ქალმა, ყვრიმალზე ტუჩით ნაიარევს წამოჰრა თვალი... დაფრთხა მაკინე... არ ელოდა ასეთ საზღაურს, ნუთუ უმტყუნა გრძნეულების სახვამ უნებურ? ღია სარკმელთან ფარჩის უკან დადგა მალულად და დემნას ეზოს შეაპარა მზერა ქურდული.არ ჩანდა ვაჟი... როგორც არასდროს,ისე სურდა მაკინეს ახლა გაპარვა ტყეში. ღონე მილეულს ჩიკუნისკენ უწევდა გული. გასცდა ფოლორცებს,გაიარა ხიმე ფეხმარდად და უდაბურ ტყეს შეერია ავი სულივით...
გამოღვიძებულს კვლავ სიზმარში ეგონა თავი... თვალდახუჭულმა მიმოავლო ხელი ცეცებით...როს ვერ მიაგნო სანატრელის მთრთოლვარე სხეულს,შეშინებული წამოდგა და დახედა საწოლს. ბალიშზე უსოს სამიოდე თმის ღერი ეგდო საფასურივით... შეძრწუნდა ვაჟი,ბელზებელის ქმედება იცნო...გახელებულმა გაიარა ეზო ცვრიანი და როს ეზოში ვერ იხილა თვისი საბედო,მოურიდებლად მიაშურა მის საძინებელს. საწოლ ოთახში მხოლოდ ქალის სურნელი დახვდა თავბრუდამხვევი. დაღამებამდე ელოდა უსოს... გამოჩნდა ქალი. ბრაზმორეული შეეგება ვაჟკაცი ხიდთან და ცალი თითით აუწია დახრილი თავი.მოღეღილ ყელზე ნათლად ჩანდა ამბორის კვალი... ახლაღა მიხვდა გაურბოდა ქალწული რატომ და უნებურად მიიხუტა მვარისებრ მკრთალი. შიშველ გულ-მკერდზე იღვრებოდა ცრემლებად ქალი... ამ ამბის შემდგომ კიდევ უფრო შეერთდნენ ორნი და ქალიც აღარ ისწრაფოდა ტყისკენ მხეცივით. ქალ-ვაჟის ქცევას ყურადღებით უცქერდა დიდხანს და როცა იგრძნო,რომ მათ შორის დაიდო ზავი, მამამ მაკინე სასაუბროდ იხმო თავისთან.-,,რას აპირებო?\\\"-ჰკითხა ასულს-,,ცოდოა ვაჟი,დიდი ხანია ელოდება შენსგან თანხმობას\\\"-... დუმდა მაკინე...
ტაძრისკენ მავალს თითქოს უკან რჩებოდა ფეხი,მაგრამ ის მაინც მიიწევდა სალოცავისკენ... ღვთისმშობლის ხატთან პირმწუხარე იდგა მდუმარედ და ღაპაღუპით მოსდიოდა თვალებზე ცრემლი. -,,იტირე შვილო! ასე უფრო შეგინდობს ღმერთი.\\\"-უთხრა მამაომ მაკინეს და მოხვია ხელი.შიშით უცქერდა ამ ასულის ქცევებს სიყრმითგან სოფლის მოძღვარი.არ იშურებდა მისთვის სარგო რჩევის მიცემას,რადგან უწყოდა,თუ რა სისხლი ერია მასში და ამიტომაც სხვაზე მეტად ენაღვლებოდა. -ღვთისმშობლლის ხატთან თამარ ქალიც ტიროდა ხშირად ასულო ჩემო; მასაც შენსავით დედის სითბო აკლდა სიყრმითგან და ამიტომაც ღვისმშობლისგან ითხოვდა შველას. -მე ცოდვილი ვარ! არ შემინდობს მამაო ღმერთი.-უთხრა ქალმა და აქვითინდა უფრორე მეტად... მოძღვარს თვალები გაუნათდა სიხარულისგან,რადგან იხილა სინანული ქალისა გულით. უხმოდ ისმენდა ღვთისმოსავი მაკინეს თხრობას... -სად არის შვილო ახლა შენი გრძნეულთა სახვა?-ჰკითხა მამაომ თილისმანზე ნაღვლიან ასულს... მიხვდა რისი თქმა სურდა მოძღვარს,დააჯდა ქალი და ალეწილმა,თავდახრილმა მორცხვად იუბნა: -მხოლოდ ძილთაშინ მისიძვია მამაო ჩემო,მე ხელუყოფელ გეახილით აღსარებისთვის. -ძილთაშინ სიძვა,გინა გულში გავლება ნდომის იგივ ცოდვაა,რაც სხეულით,შვილო კეთილო.სად გაქვს თილისმა?-კიდევ ერთხელ ჰკითხა მამაომ. -დიდედას ნაქონ ზარდახშაში ვინახავ მუდამ,თუ კი მიბრძანებ,დღესვე დავწვავ და მოვიშორებ.-მოსთქვამდა უსო. -რაც უფრო მალე მოიშორებ,კარგია შენთვის.იქნებ ის გიშლის ღვთისმოსავთა რიგებში ყოფნას? -ვიცი მამაო! ვიცი! ვიცი რასაც ჩავდივარ და ამიტომაც უფრო მეტად მელევა სული... ვეცადე ერთხელ გამომეღო უფლისთვის კარი,მაგრამ როდესაც შევიგრძენი სიდიდე მისი,დავფრთხი უგნური და უნებურ ხელიც კი ვკარი.-ტიროდა ქალი -შეუნდე ღმერთო! შეუნდე ღმერთო!-დუდუნებდა მამაო ჩუმად... ტაძრიდან მოსულს ჭიისკართან შემოხვდა დემნა.შესცინა ასულს და ალერსით მოხვია ხელი.-,,ახლავე მოვალ.\\\"-უთხრა ჭაბუკს მაკინემ უცებ, თვითონ კი კიბე აირბინა სულმოუთქმელად. ნაჭდევ ზარდახშას სწრაფად ახსნა ქალწულმა თავი და გრძნეულების თილისმანი აიღო ხელში. -ეს უნდა დავწვათ,მოვიშოროთ თავიდან ვიდრე,უფრორე მეტად წარმეწყმიდა ცოდვილი სული.-უთხრა მაკინემ თავის სატრფოს ჭადრის ჩეროში.აიღო ვაჟმა ხელში კვესი და თვისი უსოს თვალწინ დანაცრა ურცხვი ბოშის მიერ ნაქონი. ... და მაშინ, როცა თილისმანის ნაცარტუტს ყრიდნენ ორნი ხიდიდან,სოფლის ფოლორცებს შემოაწყდნენ უხვად ცხენები. შეკრთა მაკინე, თითქოს რაღაც ჩაუწყდა გულში, ეკვეთა მუხლი და ვაჟკაცის მკერდს მიესვენა. სოფელში ისევ შემობრუნდა ბოშათა რისხვა.... (გაგრძელება იქნება)
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. დააა, ნამეტანი დავიძაბე. დააა, ნამეტანი დავიძაბე.
8. კაია......... კაია.........
7. ისევ და ისევ კარგი .მომწონს. ისევ და ისევ კარგი .მომწონს.
6. Zalian kargad WerT natifi sityvebi, gadmocemis sauketeso manera, yovelive lamazi da sauketeso avtors, bodishi mgoni es saiti Chedavs. Zalian kargad WerT natifi sityvebi, gadmocemis sauketeso manera, yovelive lamazi da sauketeso avtors, bodishi mgoni es saiti Chedavs.
5. . საწოლ ოთახში მხოლოდ ქალის სურნელი დახვდა თავბრუდამხვევი.
კარგია!- სხვანაირი, უცხო სტილით წერ! . საწოლ ოთახში მხოლოდ ქალის სურნელი დახვდა თავბრუდამხვევი.
კარგია!- სხვანაირი, უცხო სტილით წერ!
4. გაიხარე შენააა!!! გაიხარე შენააა!!!
3. ძმობა გაფიცებ, ეგ შედევრი რომელ საუკუნეში დაწერა? ძმობა გაფიცებ, ეგ შედევრი რომელ საუკუნეში დაწერა?
2. ძალიან კარგია, მზია! 5 ძალიან კარგია, მზია! 5
1. საოცრად ბევრ ემოციას ტოვებს... ლამაზი და საინტერესო... საოცრად ბევრ ემოციას ტოვებს... ლამაზი და საინტერესო...
|
|
მონაცემები არ არის |
|
|