ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დრო მოვიდა
ჟანრი: პოეზია
5 სექტემბერი, 2009


ჩემს უპოეტეს პოეტს!

თოვლი მოვიდა თბილი და წყნარი
და კიდევ უფრო თეთრი და წმინდა,
მხოლოდ პოეტმა გაუღო კარი
და მთელი ღამე გუნდებს ითვლიდა.

მეგობარივით უყვარდა ქარი,
-ქარი მას დღემდე ტკბილად იგონებს,
ჰოდა,დღეები თბილი და გრილი,
ჰგვანან მოსაწყენ ლექსის სტრიქონებს.

არის საღამო ვალსებით სავსე,
ვალსებს ცეკვავენ შენი ლექსები,
ვიცი იმ მაღალ მთების გადაღმა
-არ დაბერდები!!!

ვიცი განგება შენზეც იზრუნებს
გთხოვ,კალენდარი გადადე გვერდით,
ვიცი უთუოდ იპოვი სურათს
და უსათუოდ მიიღებ წერილს..

ხვალ კი წამალი არ დაგჭირდება,
ხვალ სიხარული გექნება მეტი,
ხვალ ყოველმიზეზ გარეშე მოვალ
უალალესად იმასაც გეტყვი:

რომ აქ ღამეა ლექსებით სავსე,
და შენთან გულწრფელ საუბარს ვბედავ
კი მინდა,მაგრამ ვიღაცა მასწრებს
და მას უყვარხარ ყველაზე მეტად!

ვახტანგ ჯავახაძეს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები