ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: იმო ჯახუანი
ჟანრი: პოეზია
7 სექტემბერი, 2009


დაკარგულ ძმათა მონატრებისა

/ იქ  წასაღები  წერილებიდან /


ჟამი  კვლავ  ხან  რბის,  ხან  იმდოვრება...
კვლავ  გისაკლისებთ  ,,ძმობის  დუქანიც’’...
გვერდით  ჯერ  ჩემიც  მიდის  ცხოვრება,
მოგონებებად  ნაქარბუქალი...

ვერც  კი  მოვასწრეთ  თვალის  მოვლებაც
ვერასავლელი  ბედის  აღმართის...
ისე  დაგვგესლეს  სისხლისმწოვლებმაც...
ცამოჟამულნი  ისე  დავღამდით...

ისე  მივდენე  გულიც  დაღლამდის,
აქ  დიდხანს  აწ  არც  მას  ედგომება...

ტკივილიც  ტკივილს  ავად  მოება  -
რამდენჯერ  ლამის  თქვენს  ბედს  დავხარბდი...
აფერუმ,  სოფლის  ამაოებას
-  დღეებს  რომ  მითვლის  მე  თქვენს  ნახვამდის!..

07.  09.  2009 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები