ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: wet sparrow
ჟანრი: პოეზია
7 სექტემბერი, 2009


misery

ვერნახული სიზმრების იქით
ჩვენ ვართ და-
ვერგამთბარი სხეულები გვექავება.
სურვილები, რომლებიც არ ჩავიფიქრეთ-
სხვებს უხდებათ...
ვერგადაღებულ პეიზაჟებზე
ჩვენი ნაკვალევი შავად ილექება-
ჩარჩოებიდან კი გარბიან შემკრთალი
პორტრეტები....
დაკარგული ბავშვები პოულობენ
კენწეროებს...
საიდანაც მთელი სნაგავე ჩანს-
და გვაკვირდებიან.
არშემდგარ მორწმუნეებს ეცოდებათ ღმერთი
და ბებერ სახეს  უკოცნიან,
ის კი უსრულებს მათ სურვილებს,
რომელთა ჩაფიქრებაც ჩვენ-
მართალია ვერ მოვასწარით,
თუმცა ალბათ...მაინც გვინდოდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები