ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: დრო მოვიდა
ჟანრი: პოეზია
10 სექტემბერი, 2009


მინდა მომენატროს ეგ ხელები

შენ შემომხვიე წელზე ხელი და მე ვიგრძენი
რომ აღარ იყო ეგ ხელები ჩემი წელისთვის,
რომ ცივი იყო,თითქოს სვველიც ჩემი ცრემლებით..
მეც მოგეხვიე და ფარულად შემოგხვიე ჩემი სიცრუე
მთელს სხეულზე შავი პლედივით...
შენ ვერ იგრძენი რომ ეს პლედი იყო ყინულის
ვერანაირად ვერ დაადნო შენმა ალერსმა,
რომელიც ასე მიყვარდა ერთ დროს..
გაშიშვლებული დაგტოვე და გაგძარცვე უმალ,
დაუკითხავად გაგაცალე ყველა ფოთოლი,
რომლითაც თავად შეგმოსე შარშან!!

ახლა დავდივარ ჩემს ნისლიან ქალაქში მარტო
და ვერ ვპოულობ უბრალო მიზეზს,
რომ მომენატროს -ეგ ხელები
ჩემი წელისთვის

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები