ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბარნომუსია
ჟანრი: პროზა
27 მაისი, 2008


მახინჯური ტავტოლოგია

მახინჯს, მახინჯმა მახინჯურად დასცინა და ამით გაიხარა. მეორე მახინჯს ხმა არ ამოუღია, უბრალოდ მახინჯურად გაუღიმა... პირველმა კი მთელი სიმახინჯე გადმოაფრქვია და დიდი წუმპე გააკეთა, არა კი არ გააკეთა შექმნა, მერე თვითონვე აუსხლტდა ფეხი თავისსავე ქმნილებაში და მახინჯურად გაიშხლართა. პირველს ამაზე არ ამოუღია ხმა, თუმცა გულში მახინჯურმა აზრმა გაუელვა: \\\"ღირსია და მახინჯურად დაისაჯოსო\\\". მერე ადგა და წავიდა, სად არავინ არ იცის. დამცინავი სიმახინჯე ისევ მახინჯურად დარჩა, თავისივე შექმნილ მახინჯურ წუმპეში ამომახინჯებული. თან სულელურად მახინჯობდა არიქა ხუმრობა მისწავლიაო...

ისევ იქ აგდია მახინჯურად დამცინავი და თავისთვის ქირქიტებს: \\\"მე ვჯობივარ, მე ვჯობივარ იმ მახინჯსო...\\\" თუმცა პირველი ეხლა, ალბათ თავისთვის, მყუდროდ მოკალათებულა და დამცინავ მახინჯზე მახინჯურად ეღიმება, ან ემახინჯება...

იმახინჯე მახინჯო და იხარე... მხოლოდ შენთვის, სხვას ნუ შეაწუხებ! თორემ ისევ შენ დარჩები ბინძურ წუმპეში ამოგანგლული. სულს ნუ დაიმახინჯებ, ჯერ დაფიქრდი და მერე იმახინჯე. შენი მახინჯობებით სხვას ნუ დააავადებ! ხედავ? ვიღაცას შენი მახინჯობების გამო, პატარა მახინჯობები დაურბის სულში და ავადდება.

*

მთვარიან ღამეს, ორი მახინჯი აჰკიდებოდა ერთმანეთს. ერთი შხამიან, ბინძურ წუმპეს ქმნიდა და თვითონვე იხრჩობოდა, სიმახინჯეს კი მაინც არ თმობდა და მახინჯი ხმით გაჰკიოდა:
\\\"შე მახინჯო მე გჯობივააააააააააარ.....\\\"

ერთხელაც მეორე მახინჯმა წუმპესთან გაიარა და დაინახა გადამახინჯებული, დამცინავი სიმახინჯე...
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები