ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
10 სექტემბერი, 2009


ეროტიული განწყობა

  წინასწარ ვიცოდი, მალე დავკარგავდი,
  მაინც დასაკარგთან გავშალე კარავი..
  წვიმაზე განწყობამ მომთხოვა არაყი,
  მერე კი სხეული სხეულით დანაყრდა...
  მთვარე ყურის ნაცვლად ძუძუზე მეკიდა,
  ჟრჟოლის ჭიანჭველა ძვრებოდა ფეხიდან.
  ცაზე წვრილ ვარსკვლავებს ძარღვებით ვეჭირე,
  ნეკნიდან კი არა, შექმნილი ბეჭიდან...
  ვიცოდი, ვიცოდი, მალე დავკარგავდი,
  მე და \\\\\\\"დასაკარგი\\\\\\\" არ ვგავდით არავის.
  ვუსმენდით საკუთარ გულების ყმუილს და
  სიმართლეს სიამით ვაწვენდით ტყუილთან...

  პ.ს. როცა სავსე მთვარე მგონია დამცხრალი,
        როცა წვიმის წყალს ვსვამ გატეხილ ვარცლიდან
        და როცა წარსული სარკის წინ თმას მვარცხნის,
        მარშით შემოდიან მარცხები მარცხნიდან...
 

 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები