ნაწარმოებები



ავტორი: დრო მოვიდა
ჟანრი: პოეზია
12 სექტემბერი, 2009


ჩემს სენს სიყვარული ჰქვია

ავად ვარ,
წნევა მაქვს
-ას ოცი სამოცზე,
გულისო-მითხრეს და
გულს არ ვერიდები!
მე მინდა ას ოცი
კრებული გამოვცე,
სამოცი--გულიდან
ნასროლი სიტყვებით,
რომ ავაკანკალო
გულწრფელი სიტყვებით
რიტმი ავადმყოფი..
ავად ვარ!
წნევა მაქვს
-შენიდან ჩემამდე
(ჩემს ვერ დავიკვეხნი
სუსტი და ხვადია)
და ჩემი გულიდან
შენს მთავარ ვენამდე
მაქვს ტახიკარდია...



***
აღარ მეწყინება რომ მიწყრები,
(მწყრები დავიკლათ და მეწყერები
ჩვენ რაში გვჭირდება)
ჩვილივით გეფერები,
ლექსივით მეწერები,
შემომეფეთები
შემომებუზები
შემომერიდები
შემომეკარგები
შემო...
ჩემთან შემო!..









კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები