ნაწარმოებები



ავტორი: დრო მოვიდა
ჟანრი: პოეზია
14 სექტემბერი, 2009


წაიღეთ ნისიად!!!

ვყიდი ჩემს ლექსებს,
-უნდა ვინმეს?წაიღოს ნისიად
(ნისია სხვისია)...

რისი მაქნისია ჩემი ლექსი
სუსტი,მილეული,
კუსტბადალეული...

მყიდველიც რომ არ ჩანს
ან გადამყიდველი
ჯიბეგახეული?

მშრალ ხიდზე ათას ძველმანს ყიდის
ყოფილი დოცენტი
სტალინის ყაიდის...

(ეს რაღა შუაში იყო და)
ვაიმეეე...
აღარც ეს  გამოდის!!!!


წაიღეთ ნისიათ
 



აი ხასიათიიი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები