ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: khergo
ჟანრი: პოეზია
14 სექტემბერი, 2009


ცოტ–ცოტა ყველაფერი

დომინოს პრინციპით, ჰკარი და დაიწყო,
გეგონა დაკეტე, არადა გაიღო,
ახლა კი ეცადე, როგორმე გაიგო,
სანამდე სამყარომ გშთანთქა და წაგიღო...

გაიგო რა ქენი, გაიგო რა მოხდა,
ჭკვიანი გეგონა და ბრიყვი აღმოჩნდა,
ვიღაცამ ითმინა, ვიღაცას წამოცდა,
ურემი წაიქცა, გზა კი არ გამოჩნდა...

შეცდომას ყოველთვის მორიგი მოჰყვება,
ვიღაცა მოგითხრობს, ვიღაცა მოყვება,
ზოგჯერ კი სიმართლეც ბევრისთვის ორდება,
შანსს თუკი დაკარგავ, არ განმეორდება!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები