ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ჭა
ჟანრი: პოეზია
18 სექტემბერი, 2009


ფიჭვები ( ფასანაური...სასტუმრო)

აივანი.
ცხვირწინ ფიჭვები
-თმაშეკრეჭილი კოხტა ბიჭები-
ტოტზე ციყვი ჩანს,
თავისთვის დახტის.
-მე სტუმარი ვარ, ჩამოსული-
ადგილობრივი მცხოვრებია
და თავხედური მოძრაობით
წიწვებს ზედ მაყრის.
აი, ის კოდალაც,
წრეს რომ ურტყამს
მსხლის ხეს გარშემო,
ისაც მკვიდრია, აქაური,
ციყვივით, ისაც არ იქცევა
ვხედავ საჩემოდ.
ზურგით დამდგარა,
ხანდახან თუკი გამომხედავს,
კუდაბზიკა, კუდის ქანქარით,
აიბზუებს იმ გრძელ ნისკარტს და
-"როგორც გენებოთ, ქალბატონო!
უკანვე წადით თქვენი მანქანით-"
რომ დამიმტკიცოს ჩემიაო,
კიდევ ერთხელ შემოურბენს
მსხლის ხეს გარშემო.
-სამწუხაროა, ჩემი ჩამოსვლით
გავუფუჭე, თურმე გარემო-
და რაც შემეძლო, მივეკუნჭე
აივანს კუთხედ,
ნუ გავაგდებთო,
-ჩემი ყურით გავიგონე-
ერთმანეთს უთხრეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები