ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: პოეზია
18 სექტემბერი, 2009


Noches de Buenos Aires

(შთაგონება - ფაბიან პერესი)

-კიდევ ერთი ჭიქა მარტინი ბიანკო!
ვზივარ, ცხოვრებაზე გულწრფელად გიამბობთ

ბარმენ... სიგარეტზე მოხდენით მიკიდებთ
ვქაჩავ და პრობლემებს ფეხებზე ვიკიდებ!

გვერდზე გალეშილი მიზის არაკაცი,
ცდილობს გაერიოს ისიც მარაქაში,

თვალებს დეკოლტეში ნამწვებად მიტოვებს,
ღეჭავს კომპლიმენტად გამოთქმებს ლიტონებს.

თითებს ვათამაშებ თმებში ინსტიქტურად,
ტუჩებს კბილებს შუა ვნებიანად ვწურავ...

-კიდევ ერთი ჭიქა მარტინი ბიანკო!
რომ ღმერთო, ჩემს ქალურ ცოდვებზე გიამბო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები