ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მედეა მოლოდინი
ჟანრი: პროზა
18 სექტემბერი, 2009


ჩემი \"კატო\"

            გასახმობო ჩემო თავო! კარგად რომ გეფხარკალა,აქ არ ამოყოფდი თავს.ეს რაში ვზივარ აფსუს...თან როგორ მიჭერს...რაო რა თქვა,ქოთანიო? ვერ ჩავეტევი!სად წავიღო ამხელა ფეხ(სვ)ები.ნათლობაც რომ გადამიხადა-კატო! არც უკითხავს მომწონს თუ არა სახელი.შორიდან მეფერება,ახლოს ვერ მეკარება-მოვუშვებ?
        რამდენი იწვალა!მეც ყოჩაღ,როგორი წინააღმდეგობა გავუწიე.ისე ჩავებღაუჭე დედოს,სიმწრის ოფლი ვადინე.რამდენი ფრჩხილი მომტყდა, არაუშავს,არც მეტყობა. თვითონ კი იყო შესაბრალისი.მომზადებული მობრძანდა ჩემს წასაყვანად.მახსოვს,ადრე დიდხანს მათვალიერა და გულდაწყვეტილი წავიდა,დამხმარე არავინ გამოუჩნდა..მე კიდევ ისეთი ამბავი ავუტეხე...რაღაც სქელ ნაჭერში მიპირებდა გახვევას,დავკბინე.ყურზე ჩამომეპორწიალა თავისი ქარდებით და ცრემლნარევი ხმით ბრაზგარეული ენას მიჩლექდა.არა,ამ ჩემს კიკინას რომ ექაჩებოდა,ნეტა რას ფიქრობდა,შევარჩენდი და გავილურსებოდი?დილას ძლივს გავიბანტე ყვითლად.ალბათ მიხვდა,შემეშინდებოდა ხელში არ შერჩენოდა და..იპოვა ჩემი სუსტი ყვავილი!
    \" შენ დამიცავ,ამტანი ხარ,აქ მოგათავსებ და სულ მეყოლები\"-ო დუდუნით მეფერებოდა.შიგადაშიგ წამოიკვნესებდა და თითებს პირისკენ მიაქანებდა.გაბრაზებულმა ვერ მოვზომე,კარგად გავსუსხე...
      ...ისე არაუშავს აქაურობას:წყნარი მელოდია სულ ჩამესმის,ხანდახან გალიიდან თუთიყუში აყვება ჟღურტულით,ცისფერი შუქი სულ თავზე მანათებს.
    აქამდე მზე მათბობდა,ახლა მონიტორის გამოსხივება უნდა ჩავიცვა-მე ხომ ამტანი ვარ!


          ... გუშინ ნარიყალაზე ვიყავი:გადაკაქტუსებულია იქაურობა!!!

                                                                                                                                        18.09.2009.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს