ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო გურჯი
ჟანრი: პოეზია
18 სექტემბერი, 2009


ერთით მეტი დილემა

და განა ადვილია - მშვიდობით !
თქვა და უკანმოუხედავად...
(მთლად, რომ აღარავინ ინდობა
და რაც უფრო მეტი დრო გავა...)

თავი მოუყარო კიდობანს
აღზევებისა და დაღმასვლის,
ნებას მიშვებულ, თუ მინდობილ,
ერთად აღებულ, თუ დამარცვლილ

დღეებს, გამოვლილებს, ტკივილებ
გამაყუჩებლებით, აბებით.
მორჩა აღარასდროს ივალებ,
ცრემლით აღარასდროს დალბები.

ვის აინტერესებს რამდენად?..
გწამდა, განაღვლებდა, ვინ და რა
დიდი უშენობის ჩამდენი,
სულაც უშენობით მდიდარი.

სულ სხვა საკითხია სავსებით
გაკლდა რამდენად და სად და ვინ?..
ძალაგამოცლილი არსებით,
მოუხელთებელი სადავით,

ვინ და სად და როგორ აჭენე,
ვინ და სად და როგორ, ვერა და
მერე მარტოდმარტო დარჩენილს
თავთან, ბრაზი როგორ გბერავდა,

მერე როგორ თვლიდი ღამეებს
ჩამწვარ წუთებს, წამებს, \\\"ბიჩოკებს\\\".
წერდი ათას რუმე-რამეებს...
ანდა ხატთან როგორ იჩოქებ,

როცა არსაიდან საშველი.
როცა არსაიდან ნუგეში.
როცა არა ცოლი და შვილი.
როცა მარტოობის გუბეში,

გრძნობ, რომ ჩაძირვამდე იხრჩობი.
როცა ქვეყნად შენი ბადალი
იცი არსად არის, ღვთისმშობელს,
ოჯახს, საქართველოს, ნატალის...

სისხლის ბოლო წვეთით ავედრებ
და სიგარეტივით ილევი,
ხოლო მარტოობის კათედრას,
რჩება: ერთით მეტი დილემა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები