ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
10 ოქტომბერი, 2009


გიორგი სააკაძე

მისი ცხოვრება ერთი დიდი ტრაგედიაა,
შარავანდედი დიდებისა მასაც მოსავდა.
ქართველმა შვილი სამუდამოდ მამულს შესწირა,
დედა-სამშობლოს სააკაძე გულით ლოცავდა.
არად აგდებდა მწუხარებას, დარდს და სიმძიმილს,
გიორგი ფარ-ხმალს სამშობლოსთვის იქნევდა მარად.
მან ერი იხსნა მოსალოდნელ გათათრებისგან,
შაჰის ოცნება სამუდამოდ დაასამარა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები