ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
19 ოქტომბერი, 2009


საქართველოს

შენ გაუძელი ჟამთა ქარიშხლებს,
შენთვის დამიწდნენ არაგველები,
მედგრად იცავდნენ რწმენის კარიბჭეს,
მზეს ფიცულობდნენ მარაბდელები.
შენ შემოქმედმა ნათლით შეგმოსა,
ოდითგანვე ხარ ღვთისგან ქებული,
შენი გვირგვინიც ზენამ შემოსა,
შენც უფლისგან ხარ მირონცხებული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები