ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო გურჯი
ჟანრი: პოეზია
22 სექტემბერი, 2009


ზურგში ჩაკერილი ბარგით და...

წამოდი თბილისში წავიდეთ !
შეხედე რა მოსაწყენია...
როდესაც ქალაქის თავიდან,
ქალაქის ბოლომდე შენიანს,

ნიავსაც, რომ ვერსად იპოვნი,
დაღლილმა სახე შეუშვირო,
რა მნიშვნელობა აქვს? იყო ვინ?
უფულო, უცოლო, უშვილო,

უდედო, უმამო, უდაო,
უძმაო, უშეყვარებულო,
უხასიათობაც უდაოდ,
უხასიათოდ, რომ გღებულობს.

კარგი ერთი... მორჩი. არ გინდა.
ან, რა მნიშვნელობას ანიჭებ?
ზურგში ჩაკერილი ბარგით და
ძველითბილისური ნაბიჯით,

იმ წელს, რომელ კარებს შეაღებ,
ვისი თანხლებით და რა სახით,
მორწყავ ყვავილებს, თუ ვენახებს,
აქ ბედნიერების ნასახიც,

ვინც არ უნდა გითხრას, იცოდე
შენ არ დაიჯერო, არ  არის!
ლამის მთელი დედამიწიდან,
დარჩა ტირამ-ტურამ-ტარა-რიმ...

მოკლედ, მნიშვნელობა აღარ აქვს,
ჭიქა ღვინითა, თუ ჭიქა წყლით...
როცა "ტრიპერივით" გადაგვაქვს,
ჩვენი ხან-მოჭმული სიცოცხლე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები