ნაწარმოებები


“წერილების კონკურსი“     * * *     დაწვრილებით ურაკპარაკის ფორუმზე კონკურსების თემაში     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1517     * * *    

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
26 სექტემბერი, 2009


მესამე

ზღვა სიხარულის სანაცვლოდ,
სულში დარდი გაქვს აცრილი,
შენს ღაწვზე ცრემლი ციმციმებს,
უფლის თვალთაგან დაღვრილი.
ვუერთგულოთო ერთმანეთს,
ხატობასა ვთქვით ფიცითა,
გაგვჭორეს მინდვრის ღვიებმა,
თვალს ვერ ვუსწორებთ შიშითა.
აღარ მიკარებ, შორიდან
მხოლოდ სალმობას მთავაზობ,
ნუთუ სიცივით გამთოშავ,
ალერსით აღარ  გამათბობ.
დავდივარ, ყანების ბოლოს
ქორებზე სანადიროდა,
ვნებააშლილი სათიბის
ხალიჩას ვნატრობ გრილოდა.
სადღაც ღრუბლებსაც აშლიან,
სადღაც ხანჯლებსაც კვესავენ,
რა ტკბილად ვიღუღუნებდით,
რომ არ გვირევდეს მესამე...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები