ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: khergo
ჟანრი: პოეზია
27 სექტემბერი, 2009


საითკენ მივექანებით?!

ირგვლივ ყველაფერი ფულმა გადაწონა,
კაცობას და ჯიგარს დაეკარგა წონა,
აღარც მუდარა სჭრის, მეგობრული თხოვნა,
ყოველივე გახდა, ამ სისტემის მონა...

სახე დაუკარგავს ექსსულიერ მასას,
გუშინდელი ცხვარი დღეს მდიდარ მგელს პარსავს,
დროა ისეთი, რომ ვერ ენდობი ძმასაც,
ხავსი მოსდებია დავით მეფის საფლავს...


გიორგი ხერგიანი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები