ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
4 ოქტომბერი, 2009


* * * /ძველი რვეულებიდან/

მე ყვითელ სახლთან ვდგავარ და გელი,
და ძვლებში ატანს ზუზუნი ქარის,
ჩალეწეს თითქოს სამრეკლოები,
და დაცემული მოთქმაა ზარის.
შენ მარტოობა ყულფივით გახრჩობს
ლაოკოონის დაღრნილი ხელით,
წამოდი ჩემთან, ლოდინი წყდება
ეს მღვრიე ქუჩაც ივსება შენით.
შენა ხარ ქალი, შენა ხარ ვნება,
თმებაწეწილი ხარ სიყვარული,
და ყვითელ სახლთან ჩვენი შეხვედრა,
მთელი წელია არის ფარული.
მე ყვითელ სახლთან ვდგავარ და გელი,
ვიდრე გამიტანს ზუზუნი ქარის,
წამოდი ჩემთან, უკვე ბინდდება,
და სასწაული ვიგემოთ ღამის..

***
მთამ წამოიმანდილნისლა,
ცა ქულაღრუბელმთოვარი,
ღელისპირ გოგო მიცდისა,
ბაგე-ყელ ვნებით მნდომარი.
მივიდე წოლის ჟინითა,
სანამდე მართლა დრო არი,
თორემ ფიფქივით გაქრების,
ეს ჩუმჩუმელა რომანი.

***
ირწეოდა იდუმალი ფარდა,
მზერა ცისკენ ცერად გავასხვისე,
ვნებიანი მზეს აშლოდა მადა,
დიაცისას უბეს რომ წვავს ისე...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები