ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო გურჯი
ჟანრი: პოეზია
27 სექტემბერი, 2009


კლასგარეშე

გადასარევი ამინდია, რომა არა ნერვის
უკურნებელი აფეთქება, კისრის არეში
დაგიყვავებდი, გაკოცებდი, გეტყოდი -
- "Shell we"?
სხვა რა დაგვრჩება? ცხოვრებიდან
ამ კლასგარეშე

საკითხავივით მოცემული, პირადულიდან,
თუ გამოვდივართ, სიმართლე ვთქვათ:
სად გვაქვს პირადი?
როცა ჩვევაში გადაზრდილი სამსახურიდან
ცხვირს ვერ გამოყობ საღამომდე, შაბათ-კვირამდე

მუშაობ ისე, თითქოს მთელი ცხოვრება ამას
ნატრულობდი და მიაღწიე საწადელს კიდეც,
როცა დიდი ხნის შეპირებულ, თავისთვის კაბას
ყიდულობ, მაგრამ გულით გინდა ნაკლები ღირდეს,

რადგან ეს კაბა, ორი ათას სამასი ევრო,
გასხვისებული საათების ორამდე "როტა"
გაკლდება. იწყებ, ათს უკლია არც ისე ბევრი.
ამთავრებ, როცა ძილს უკლია არც ისე ცოტა,

რომ მოდუნებით გადაეშვა ძვირფას ლოგინში,
რომელმაც ლამის შეგიცვალოს დედა და მამა.
სადაც დილამდე, შეგიძლია ისე მოეშვა,
ფიქრმა კი არა, მიგატოვოს შენივე თავმა.

ვინ იფიქრებდა, შენს ასაკში შენივე ტოლებს,
რომ გახედავდი აივნიდან ქალური შურით
გასაბოლებლად გამოსული, ჩემივე ცოლი,
ამ წუთისათვის, ერთნაირად ახლო და შორი

არის ცა, არის ვარსკვლავები და უფრო მიწა
ლამის ფორლონგი. ნახევარი. კივილი. ლენგი.
არის - შენ. არის - მე, რომ იყო და შენ, რომ იცი-
-არის სიკვდილშიც ანგელოზი, რომელიც მიცავს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები