ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: დრო მოვიდა
ჟანრი: პროზა
27 სექტემბერი, 2009


მომწონს მორჩილება?

ერთ ღრუბლიან შუადღეს,როცა მე,გრძელი,ტალღოვანი თმა მქონდა და თანაც შეუღებავად ქერა,ძალიან მოკლე კაბა მეცვა და 17 წლის ვიყავი,ერთი ჩვეულებრივი პრინცი წინ გადამეღობა და შუბლზე ბედისწერა დამაწერა თავისივე გამოგონილი წესებით...ეს ის დრო იყო როცა ჯერ კიდევ სნიკერსი სნიკერსობდა,მარსი მარსობდა და ღმერთი მაშინ ახსებდებოდათ,როცა შუქის მოსვლაზე ოცნებობდნენ...
თეთრი რაშის რა მოგახსენოთ და ვოლგა კი იყო თეთრი,შემსვა და სულ სხვა ქვეყანაში აღმოვჩნდი...იქ იყო შუქი,გაზიც,წყალიც,დიდი აივნიანი სახლი ,სითბო იყო და გაბერილი მუცელი მქონდა...
პრინცმა:-მე ვარო შენი ღმერთიო და უნდა გეშინოდესო ღმერთისო...ჩემი ღმერთი მაგიდაზე მუშტს არტყავდა ზოგზერ...მერე,წესით თუ უწესოდ,მაღვიძარა ყოველთვის რვა საათზე რეკავდა და მე ღმერთს ყავას ვუხარშავდი,შავს და სურნელოვანს,ის კი მშვიდობის დღეს მისურვებდა,როგორც წესი...
მერე ანგელოზები მოფრინავდნენ,ჯერ ქერაკულულებიანი, შვლის ნუკრივით მოცახცახე გრძელი ფეხებით ,ულამაზესი ცისფერი თვალებით და ჩემი საღამურით,ბავშვის სურნელი სულ ცოტათი რომ შერჩენია და გულიანი დილამშვიდობისა ცრემლს მგვრის,მერე ბიჭი ანგელოზი,პირდაპირ მუცელზე მეხვევა და წელზე მითათუნებს პატარა ხელებს,ვერ მწვდება,რა ქნას,მე ვიხრები და ბავშვისსუნიან თავზე ცკოცნი,მიღიმის გულწრფელად.
ანგელოზები საუზმობენ და იცინიან,გოგო და ბიჭი..
დრო მოვა და-გოგოს ღმერთი მოევლინება და მუშტს დაურტყვამს მაგიდაზე,რწმენა რომ გაუმყაროს და-"შიში იქმნის სიყვარულსაო" ასწავლოს,მორჩილებაში ჰყავდეს და დაწესებული წესებით აცხოვროს,ანგელოზები ჩაუსახოს და დედა დაარქვას....ბიჭი კი თავად გახდება ვიღაცის უფალი და იგივენაირად მოიქცევა,როგორც ჩემი და ჩემი ცისფერთვალას ღმერთი...

მე მომწონს მორჩილება

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები