ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: პოეზია
23 დეკემბერი, 2009


ავარიული ლექსები რეანიმაციის შემდეგ (001)

დნებოდა ღამე,  შემოდგომა  ძალას იკრებდა,
ცარიელ ქუჩებს იტაცებდა,  იკრავდა  გულში,
და შუქნიშნები  თვალს მიკრავდნენ,  მიმაცილებდნენ,
დნებოდა ღამე,  ღამე ქალაქში....

ვის  ადარდებდა  სად მივდიოდი?
არავინ არსად მე  არ მელოდა...
დნებოდა ღამე,  ღამე  თბილისში,
რომელსაც  ჩემი  სევდა  ესმოდა...
ხელმოცარული  პოეტების  ფარული სევდა,
დაკარგული ჩემი  ლექსის  ბოლო  ნიშნული...
დნებოდა ღამე, თენდებოდა, მენატრებოდა...
...შენი სული  და შენი  სხეული.....


/      /  .  სერგეი ნეველი. (რეზო)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები