ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რებეკა
ჟანრი: პოეზია
28 სექტემბერი, 2009


თამუნას

თ-რთოლვით დაგათოვს  გაზაფხული ატმის ყვავილებს
ა-ნგელოზს, მიწის სურნელოვან ფოთლებს დაგიკრეფს...
მ-ოენატრები ზაფხულს, როგორც ჯეჯილს ყაყაჩო
ო-დეს თვალების მწყურვალებით მრავალს დაახრჩობ.
,,ტ-ანო ტატანოს” დაგიწერდა ბესარიონი,
ა-ღტაცებაში  მოიყვანე დღეს ალიონი...
ტ-ატნობებიდან თავს დაგიხრის მორცხვად ღიღილო
უ-ნდა ყოველთვის ბედნიერმა რომ გაიღიმო...
ლ-ოცვას წარმოსთქვავს მობუტბუტე ბაგე დედისა,
ა-სე  ნანატრი შვილის  გაზრდა რადგან ეღირსა.
შ-ველისთვალება ფერია ხარ, ერის მშვენება
ვ-გრძნობ, ქართველობას აღარ ელის გადაშენება.
ი-სე დაგლოცავ, როგორც ჩემი ნორჩი დაიკო,
ლ-ექსიც, სიცოცხლეც მსურს გაჩუქო და არ გაგიყო...
ს-იყვარულისთვის გულის კარი ფართოთ გაგიღო....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები