ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: პოეზია
30 სექტემბერი, 2009


(გა)ფრენა მიწაზე

აეროპორტში ჩამეძინა შენთან ჩახვეულს,
რადგან ვიყავი უზომოდ მთვრალი...
მაგრამ გულებმა ხომ იპოვეს ერთიმეორე?
მე გერმანული არ მესმოდა , მას კი ქართული,
ტუჩებმა მაინც გამონახეს  საერთო ენა...
რადგან ვიყავი უზომოდ მთვრალი,
და გადაიდო რატომღაც ფრენა,
ჩამეძინა, კოშმარები კი ჩადგნენ რიგში...
გამეღვიძა, მიმქრალ შუქზე დავუწყე ძებნა,
მისი სახელი არ მიკითხავს, ანდა რა ეცვა...
ამას ვიხსენებ მე აქამომდე,
მაგრამ მის თვალებს,
სამყაროს ფანჯრებს,
რა დამავიწყებს, ახლაც კი ვხედავ....

. სერგეი ნეველი. (რეზო)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები