 | ავტორი: სერგეი ჟანრი: პოეზია 4 ოქტომბერი, 2009 |
მთელი ღამე შენზე ვფიქრობ,აღარა მაქვს მოსვენება, ქარი მიშლის, აზრებს მიფრთხობს, დაძრწის, როგორც მოჩვენება, მერე თითქოს უცებ იგრძნობს, რომ ხელს მიშლის, მომეშვება, მთელი ღამე, შენი სახე, მე თვალთაგან არ მშორდება....
მოდი, ერთხელ მაინც მნახე განა რა დაგიშავდება? ჩემს ღმერთად რომ დავისახე, მე ის ღმერთი მენატრება, მენატრება შენი სახე,შენი სახე მელანდება, მოდი, ერთხელ მაინც მნახე, ნუთუ სულ არ გედარდება?
მთელი ღამე სანთლებს ვანთებ, დამეკარგა მოსვენება, მე ავანთებ, ქარი მიქრობს, დავემსგავსე მოჩვენებას... მოდი, ერთხელ მაინც მნახე, შენი ნახვა მენატრება, მელანდება შენი სახე, მხოლოდ შენში ვპოვებ შვებას...
...მთელი ღამე შენზე ვფიქრობ,დავემსგავსე მოჩვენებას, ქარი მოდის, ოთახს ავსებს, და სახეზე მეფერება, აღარ მიქრობს ახლა სანთლებს, აფრიალებს ფრთხილად ფარდებს, თითქოს ჩუმად ჩამჩურჩულებს, გათენდაო, იცი.... გარეთ.....
...ვცხოვრობ უშენოდ, ვკვდები ასე, თანდათანობით, დღეს ისევ გჩუქნი ჩემი ემოციის ველურ ყვავილებს! იმ იმედით რომ სადღაც, იქნებ სხვა სამყაროში, მიხვდები ამას და ჩაკეტილ გულსაც გამიღებ....
/ / სერგეი ნეველი. (რეზო)
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. ვერ მოვიწონე შენ უკეთ წერ ამაზე ბევრად უკეთ ვერ მოვიწონე შენ უკეთ წერ ამაზე ბევრად უკეთ
11. დღეს ისევ გჩუქნი ჩემი ემოციის ველურ ყვავილებს! ეს ფრაზა მომეწონა ძალიან დღეს ისევ გჩუქნი ჩემი ემოციის ველურ ყვავილებს! ეს ფრაზა მომეწონა ძალიან
10. მდაა :(( ამ დღეში ვარ მეც მარა ვის ესმის რამეს იგებენ? უწერე ლექსები და იყავი :( ძაღლი ყეფდა ქარავანი მიდიოდაო :( მდაა :(( ამ დღეში ვარ მეც მარა ვის ესმის რამეს იგებენ? უწერე ლექსები და იყავი :( ძაღლი ყეფდა ქარავანი მიდიოდაო :(
9. მგონი ბოლო სტროფი სულ აღარ იყო საჭირო :D მგონი ბოლო სტროფი სულ აღარ იყო საჭირო :D
8. მხოლოდ ასეთი სიყვარულისთვის ღიირს შეფასება! :) მხოლოდ ასეთი სიყვარულისთვის ღიირს შეფასება! :)
5. ალბათ მეტყვით სულ გადაირიაო, მაგრამ პირველი სტროფი "მესაფლავე"-ს მუსიკას მაგონებს, მარცვლების ბრალია... ავტორო, გისურვებ პროგრესს... ალბათ მეტყვით სულ გადაირიაო, მაგრამ პირველი სტროფი "მესაფლავე"-ს მუსიკას მაგონებს, მარცვლების ბრალია... ავტორო, გისურვებ პროგრესს...
4. არ არი ურიგო და ეგ გრძნობაც ისეთი სჩანს , უკეთეს და Uკეთესს დაგაწერინებს , ასე ვფიქრობ მე. არ არი ურიგო და ეგ გრძნობაც ისეთი სჩანს , უკეთეს და Uკეთესს დაგაწერინებს , ასე ვფიქრობ მე.
3. ეხ, ჩემი ტკბილი და მურაბა გენიოსი გამახსენდა: "თუ წვიმდა, თოვდა და ქვეყანა ინგრეოდა, შენ რაღა გესიყვარულებოდა შე აბდალა?!" :D:D:D
ეხ, ჩემი ტკბილი და მურაბა გენიოსი გამახსენდა: "თუ წვიმდა, თოვდა და ქვეყანა ინგრეოდა, შენ რაღა გესიყვარულებოდა შე აბდალა?!" :D:D:D
2. სათაური ქართული მირჩევნია ხოლმე და არა მარტო მე სათაური ქართული მირჩევნია ხოლმე და არა მარტო მე
|
|
მონაცემები არ არის |
|
|