ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმედი ჯახუა
ჟანრი: პოეზია
1 ოქტომბერი, 2009


შემოდგომის მოლოდინისა



/ ორკეცი  სონეტი /

გაზაფხულიც  ზოგჯერ  ისე,
ისე  უღიმღამოა,
ვიტყვი:  -  ცაო,  ტყვილა  გიმზერ...
არაფერი  გამოვა!..

ხელს  ჩავიქნევ...
წყლით  ავივსებ
ჩაიდანს  თუ  სამოვარს...
ვიტყვი:  -  ჩაის  დავლევ  ისევ...
ღვინით  არა  გამოვა,
რადგან  ღვინოც ზოგჯერ  მთხლისებრ
მღვრიე, უკამკამოა...

ფხიზელ-ფხიზელს  ვუმზერ  სიზმრებს,
რაც  არც  ისე  ამოა...
გული  ცით  რომ  ვერას  ისმენს,
ესეც  ამის  გამოა...

ან  რა  ემღერება  ფხიზელს
,,იგი  წავა,  სხვა  მოვა...'',
მაისის  ცაც,  ივლისის  მზეც
როცა  უღიმღამოა...
ვეღარც  ტკივილს  გაასხვისებს  -
წვიმად  ცრემლის  ზღვა  მოვა...

რომ  მახარბებს  ფიანდაზებს,
ნეტავ  იმ  გზას  რა  მოაქვს?!.
ის  ჩემი  მზე  იმ  ჩემს  გზაზე
მაინც  როდის  ამოვა?!.

შემოდგომას  ველოდები...
ერთი,  ვნახოთ,  რა  მოვა...
გულს  ვადუღებ  გამეტებით  -
სისხლით  სავსე  სამოვარს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები