ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: იმო ჯახუანი
ჟანრი: პოეზია
1 ოქტომბერი, 2009


ნაცნობი უცნობისა



ვხედავ  -
ბოლოლა,  ფერწასულ  ფოთლებს...
ვეღარ  ვიხსენებ  -
დღეებს  უშფოთველს
და  ტკბილსასურველ  აის-დაისებს
გამოვეთხოვე  როგორ  და  როდის...
ავდრებმა  ახლო  მთებიც  დანისლეს...
ვერ  გამიგია  -
ეს  ღრუბელი 
მიდის  თუ  მოდის...

ვხედავ  -
ჭკნობათვის  ფერებს  -  მომაკვდავს...
და  შენი  სითბოც  ისე  მომაკლდა  -
თითქოს  ჩემს  მიმწუხრს
სუსხის  მწარედ  გააწნეს  შოლტიც...
ვხედავ  -
ნაწვიმარ  მიწას,  დასევდილს...
ვერ  გამიგია  -
სევდა  ასეთი
რისგან  არის  და  საიდან  მოდის...

ხედი  (ფანჯრიდან.
ცივა  შინ  და
ცივა  გარეთაც.):
-  ჭირხლით  ძირამდე  მოძოვილი
წყალგაღმა  კორდი...
ვხედავ  (შორითვე...)  -
ადევნებულს
თოვლის  კარეტას...
-  გუმანი  მიგრძნობს,  ვინც  არის  და
რისთვისაც  მოდის...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები