ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: პოეზია
30 მაისი, 2008


დიალოგი

-კვალი?
-ვაღიარებ, საკმაო მაქვს.
-ცნობილ?
-მეგობარი პოეტების!
-რას წერ?
-ოჰ, ვწერ არა! უფრო ხშირად
რითმულად მივედ-მოვედები...
-სინდისს?
-ჯერ ვაწყნარებ ჩემებურად...
-მერე?
-ალბათ მერე აჯანყდება,
როცა საკუთარ თავს მოვბეზრდები,
როცა ღამეებიც გაჯანჯლდება.
-მერე?
-მერე ყველას მოვიმდურებ,
სიმართლეს ვესვრი ტყვიასავით,
უფლებას მივცემ, ჩემი ენის
მსხვერპლად გაასაღონ ურცხვი თავი...
-და რა?
-არაფერი... ამაოა,
ამით არაფერი შეიცვლება...
კრიტიკის ქარ-ცეცხლში გატარებით
უნიჭოს არაფერი ეშველება!


-იქნებ დაისვენო, დაღლილს ჰგავხარ.
-ეგ მერე... კუბოში... შეიძლება...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები