ნაწარმოებები


“წერილების კონკურსი“     * * *     დაწვრილებით ურაკპარაკის ფორუმზე კონკურსების თემაში     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1517     * * *    

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
2 ოქტომბერი, 2009


წერილი სოფლად /სტუდენტური დღიურიდან/


დედა მითხარი, მითხარი მამა,
აუჩალავი თუ დაგვრჩა ყანა,
თუ გამოვზიდეთ გაღმიდან წკნელი,
სარჩო თუ გვქონდა ჩვენ მთელი წელი.
როგორ ხარობენ ატმები ახლა,
ჩვენი შინდები ხომ არ გადახმა.
კვლავ თუ დგას ეზოს გადაღმა ფიჭვი,
თუ ჩადგა ჩვენი მეზობლის ბიჭი.
რომ მწერდით, ვაზი ისევ დაგვირჩა,
ნეტავი მართლა თუა მართალი,
ალბათ მეზობლის გოგოს თამილას
ბიჭებმა უკვე უწყეს თვალთვალი.
და ჩემი დები, ერთგული დები,
თუ ქსოვენ ღამით სევდიან ფიქრებს.
კვლავ თუ ვახსოვარ სოფლის ბოლოში
ბლების საქურდლად ახირულ ბიჭებს;
და ჩემი სახლი, ფიცრული სახლი,
კვლავ მენატრება და მენატრება,
და როგორც ბრმა ლეკვს უნდა სინათლე
ისე მაკლია თქვენი არსება...
                                        1975წელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები