ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მედეა მოლოდინი
ჟანრი: პროზა
2 ოქტომბერი, 2009


ტყუილის სიმართლე

        ბავშვობიდანვე უშლიდნენ ჩემთან მეგობრობას,ჭკუას არიგებდნენ,ტუქსავდნენ,აფრთხილებდნენ:ცხოვრებას დაგიმახინჯებს,მასთან ერთად არავინ გენდობაო.
      მახსენდება,რამდენჯერ დასჯილა ჩემს გამო.მაძაგებდნენ,ურჩევდნენ-არასდროს გამკარებოდა.არწმუნებდნენ,რომ უჩემოდ ცხოვრება გაცილებით ადვილი და სუფთაა.ხშირად ჩემს ფიზიკურ ნაკლსაც უხსენებდნენ,უჩიჩინებდნენ-საიმედო საყრდენად არასდროს გამოგადგებაო.როცა ჩემთან წაასწრებდნენ,სიმწრის ოფლი ასხამდა სახეზე...არ ვეთმობოდი.
    შემიმჩნევია-ბევრჯერ უნდოდა ზურგი ექცია ჩემთვის,ბევრჯერ.მაგრამ მერე, ალბათ რაღაც გრძნობით-ვფიქრობ შიშით, მაგრად ჩავუკრივარ გულში და გააფთრებულს უბრძოლია ჩემს არ დასათმობად.
    ბევრჯერ მე თვითონ გავეცალე,ვიფიქრე:იქნებ გადამივიწყოს?დავემალე.ერთხელ ,დიდხანს მეძება სასოწარკვეთილმა,შველას ჩემში ხედავდა.როგორ შვებით ამოისუნთქა,როცა მომაგნო!გახალისდა.მე კი წინასწარ ვგრძნობდი რაც ელოდა,ჩვენი ერთად ყოფნა რომ შეეტყოთ.დიდხანს ერთად ვერ ვიმალებოდით.
  არ მინდოდა ასეთი ყოფა.მზაკვრული გეგმა მაშინვე დავსახე-ღალატი!აი რა დაგვაშორებს.ჯობს ერთხელ ვატკინო...
  დიახ,ზუსტად მაშინ,როცა ჩემი იმედი ქონდა,ვუმტყუნე,ისე ავურ-დავურიე თავგზა და ნერვები,თვითონვე მომისროლა კინწისკვრით.კაცობრიობის დამღუპველი მეძახა.კიდევ ბევრი ეპითეტით შემამკო.გაცეცხლებული ირწმუნებოდა:არასოდეს მიმიღებდა,არ შემირიგდებოდა.
      ნეტა კი ასე იყოს...გულწრფელად გავიფიქრე იმ წამს.  იტირებს,მოეშვება გულზე.მე არასოდეს გავახსენებ თავს.
    გარკვეული პერიოდი შორიახლოს ვიტრიალე,იშვიათად მახსენებდა.მე ვიცოდი მისი ასავალ-დასავალი.ვხედავდი უჩემოდ რა ხალისიანი დააბიჯებდა ამაყად,წელში გამართული.ბედნიერების სხივი უთამაშებდა სახეზე. ვიგრძენი,აღარ ვჭირდებოდი,უჩემოდ კარგად გრძნობდა თავს.დარწმუნებული ჩემს უსარგებლობაში,აცა-ბაცა ნაბიჯებით,ჩემი მოკლე ფეხებით გავუყევი გზას-არავისკენ,დამიჯერებთ?
                                                                                                                                       
                                                                                                                                                                  01.10.2009

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს