ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რებეკა
ჟანრი: პოეზია
2 ოქტომბერი, 2009


დაგაღალატე...

დაგაღალატე, ვერ  ვიყავი შენთან ვერასდროს,
უკვე განსაცდელგამოვლილი, როგორც მე მახსოვს,
მხოლოდ ჩემს მხარზე მოყრდნობა რომ დაგასვენებდა
ვერსად მიხილე...    არ ვიყავი მაშინ შენს გვერდით,
გსურდა უბრალოდ, მწვანე მოლზე  ჯდმა ჩემს ფერხთით...
ეგ წმინდა სული  ჩემს სულს როგორ დაამშვენებდა...
დაგაღალატე,  უსასრულოდ ისევ ფიცს მიდებ.
მე კი არ მსურდა, შემელახა შენი სიწმინდე.
ამიტომ შენგან  შორს დავდექი, როგორც ლაჩარი...
დაგაღალატე,  იმიტომ რომ წმინდად მიყვარდი
თუმც ამ სიშორით შენთან ერთად ჩემს გულს ვიკლავდი...
და  სულელივით შევიყარე თვალში ნაცარი...
დაგაღალატე? მაინც რატომ?  შენ ხომ სხვისი ხარ?
როგორც მეუღლე, როგორც დედა  ქების ღირსი ხარ...
და მაინც გული რად მოგიწევს  ჩემსკენ  ძალუმად.
დაგაღალატე? მაგ სიტყვებმა გული დაღარა....
დღეს საოცნებოდ  არ დატოვე უკვე არღარა...
ან სიყვარულს თუ ვახერხებდით  ადრე, ფარულად...
დაგაღალატე, ვერ  ვიყავი შენთან ვერასდროს,
უკვე განსაცდელგამოვლილი, როგორც მე მახსოვს
მხოლოდ ჩემს მხარზე მოყრდნობა რომ დაგასვენებდა...
ვერსად მიხილე,  არ ვიყავი მაშინ შენს გვერდით,
გსურდა უბრალოდ, მწვანე მოლზე  ჯდმა ჩემს ფერხთით...
ეგ წმინდა სული  ჩემს სულს როგორ დაამშვენებდა...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები