 | ავტორი: სერგეი ჟანრი: პროზა 8 ოქტომბერი, 2009 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
მაისის ადრიან დილას ქალაქის ერთ–ერთი ღარიბი უბნის პატარა ბინაში შემტვერილი ფანჯრის მინას მზის სხივი შეეხო. გაქონილი საბნიდან ამოჩრილი ხელი შეირხა, საწოლიდან მაღალი, აწოწილი მელოტი მამაკაცი წამოდგა, რომელსაც პიჟამა ეცვა... მან ფეხები ბუმბულებიან ვარდისფერ ჩუსტებში დურთა. შემდეგ პირსაბანს მიაშურა, პირში დაღრეცილი ჯაგრისი გაირჭო და ონკანი გახსნა... ... აი ონკანი კი გაიღო მაგრამ წყლის მაგივრად იქიდან ისტერიული ხმა წამოვიდა, რომელიც საჰაერო განგაშის სირენას ჰგავდა, მამაკაცმა თავი გადააქნია, მერე გაშეშდა და გაკვირვებული ონკანს დააშტერდა. ამ დროს, ქალაქის საქმიან უბანში ანდა გნებავთ მის მთავარ პროსპექტზე ადამიანები აჩქარებული, მხნე ნაბიჯებით გარბოდნენ როგორც დასაქოქი სათამაშოები.ისინი საქმიანი გამომეტყველებით მიიჩქაროდნენ თავიანთ სამსახურებში. მოულოდნელად ქუჩა სირენის გამყინავმა ხმამ გადაკვეთა. ხალხს სახეები და მოძრაობის რიტმი შეეცვალა, ხმა არ წყდებოდა, პირიქით, უფრო გაძლიერდა, აუტანელი გახდა.ადამიანები უსაგნო შიშიდან პირდაპირ პანიკაზე გადავიდნენ რადგან უცებ სადღაც ზევიდან უზარმაზარი, ათი მეტრი სიგრძის, მეტრ–ნახევარი დიამეტრის და არანაკლებ ათ ტონიანი თეთრი ბეტონის პენისი ჩამოვარდა. ის იქვე მდგარ ხუთსართულიან შენობის მწვანე სახურავს დაეცა... გაისმა საშინელი ყრუ მტვრევის ხმა. ბეტონის პენისმა სახურავი და სავარაუდოდ მთელი ხუთივე სართული თან ჩაიტანა. ჰაერში კი მის მაგივრად მტვერი, და ნამტვრევები ავარდა. ამის შემხედვარე ხალხმა მგრგვინავი ხმა გამოსცა, ისინი უკვე ინსტიქტურად , ანგარიშმიუცემლად გარბოდნენ თავის გადასარჩენად როგორც ვირთხები, მეორე ბეტონის პენისი ქუჩაში გაჩერებულ სატვირთო მანქანას დაეცა და ხოჭოსავით გასრისა... და წამოვიდა ბეტონის პენისების წვიმა! ხალხი სახეშეშლილი,სასოწარკვეთილი დარბოდა თმებს იგლეჯდა, სახეს იკაწრავდა და სახლის სადარბაზოებში მიმალვას ცდილობდა, მაგრამ პენისები იქაც აგნებდა და შენობებთან ერთად აბრტყელებდა. ....კარგად ჩაცმული მამაკაცი მანქანას ქუჩაზე მიაქროლებს, უცებ რყევა იგრძნო, გზაზე ბარიერი აღიმართა. მან რაღაცნაირად მოახერხა გვერდი აევლო პენისისთვის მაგრამ მანევრი სწრაფი იყო მანქანა ტროტუარზე ავარდა! ჯერ განათების ბოძს წამოედო, მერე ამოტრიალდა . ინერციით მისრიალებდა თან ფეიერვერკივით ცეცხლს ყრიდა. ბოლოს შენობის კუთხეს მიენარცხა და აფეთქდა, მამაკაცს მოესწრო გადმოხტომა, ახლა ის კანკალებდა, უყურებდა როგორ იწვოდა ასანთის კოლოფივით მისი მანქანა თან შავი, მყრალი ბოლიდან გაღწევას ცდილობდა, როდესაც მის წინ პენისი რაკეტასავით ჩამოვარდა, შედეგად ასფალტზე დიდი ორმო გაჩნდა , მამაკაცი, ინერციით წინ გადაქანდა... ამ დროს მეორე ბეტონის პენისმაც ჩაიქროლა, მამაკაცი, რადგან სხვა საყრდენი აღარ ჰქონდა,რაღაც ღიმილისმაგვარი გამომეტყველებით პენისს ორივე ხელით ჩაეხუტა და ორმოში ერთად გაუჩინარდნენ. იმწამს საზარელი ყვირილი გაისმა... ...ნახევარ საათში ქალაქი სასაკლაოს დაემსგავსა.ჩამობნელდა,თუმცა მზე უკვე კარგად ამოსულიყო. ჰაერში მოფარფატე მტვერი ნელ–ნელა გაიფანტა და ირგვლივ საზარელი სანახაობა გადაიშალა აქა–იქ ისევ ბოლავდა სახლები და მანქანები, სიჩუმეში მხოლოდ რაღაც მუსიკა ისმოდა, რომელიც სასწაულად გადარჩენილი მანქანის ჩამტვრეული მინიდან გამოდიოდა. სალონში ორი ადამიანი იჯდა. ისინი ცახცახებდნენ და მჭიდროდ ეკვროდნენ ერთმანეთს. მანქანის წინა კარი ღია იყო, მის წინ კი, სავარაუდოდ მძღოლის გაჭყლეტილი თავი ჩანდა. უცებ აღმოსავლეთისკენ რაღაცამ გაანათა. შემდეგ საშინელმა გრგვინვამ შესძრა გარემო. მიწაც შექანდა მაგრამ წამით. თუმცა ეს საკმარისი აღმოჩნდა. ბოძიდან შუქნიშანი ჩამოვარდა რომელიც ისედაც მორყეული იყო და მანქანას დაეცა. წყვილმა იკადრა და გარეთ გამოსვლა სცადა. მაგრამ უშედეგოდ. სახურავი ღრმად იყო ჩაჭყლეტილი. –––– ღვთის გულისათვის! ღმერთო! –––– იკივლა ქალმა. მამაკაცმა იმარჯვა.შუშა გამოამტვრია. შემდეგ გადმოხტა და ქალს ხელიც გაუწოდა. ––––ელენ! სწრაფად! ....ქალმა კვნესით გაუწოდა სისხლიანი ხელი, ჩაეჭიდა და გამოძვრა, მაგრამ ალბათ ფეხი ჰქონდა მოტეხილი, აკვნესდა და ძირს ჩაჯდა. ––––ვიჩქაროთ, ელენ!–––– ჩასძახა მამაკაცმა. ქალმა დაბნეული, ცრემლიანი თვალებით ახედა. კოსმეტიკა სახეზე ჩამოღვრილიყო და ახლა ის რომელიღაცა კომიკურ პერსონაჟს გავდა.... ქალმა ხელი ჩაიქნია და ისევ ჩაჰკიდა თავი. –––––ელენ, ძვირფასო....–––დაიწყო მამაკაცმა. –––––ხმა ჩაიწყვიტე!––––შეჰკივლა ქალმა,––––ჩვენ.... ჩვენ .... დავისაჯეთ, ღმერთო.... ––––ის აქვითინდა. მამაკაცმა ამოიოხრა და ცას ახედა. მერე ქალს გვერდით მიუჯდა, მოეხვია.... @ @ @ @ .... ისინი მანქანაზე ზურგით მიყრდნობილები იჯდნენ და ელოდნენ. ელოდნენ შველას რომელიც არ ჩანდა. მათ ისიც არ იცოდნენ რომ გარშემო ათასობით კილომეტრის რადიუსში მხოლოდ ისინი იყვნენ ცოცხლები. ... შორიდან ძაღლის ყეფა მოისმა. ქალი პირველი გამოერკვა და სუსტი ხმით ჩაილაპარაკა –––––ღმერთო... ღმერთო.... მამაკაციც შეინძრა, თავი მიატრიალა... –––––ძაღლი ყეფს,ელენ. ვნახავ რა ხდება.–– ის მანქანის სახურავზე აძვრა მაგრამ ვერაფერი დაინახა, გარემო ბეტონის ნამსხვრევებით იყო მოფენილი. ჰორიზონტზე ისევ იწვოდა რაღაც. მზე თითქმის ჩასულიყო, ჰაერი დამძიმდა და აღარ იძვროდა. –––––....ელენ! ელენ! –– ჩამოსძახა მამაკაცმა, ––– უნდა წავიდეთ, გესმის? თუ აქ დავრჩით, დავიღუპებით, ელენ!––– ისინი ერთმანეთს ჩაეხვივნენ და ალალბედზე, რადგან დანგრეულ ქალაქში აღარანაირი ორიენტირი არ ჩანდა, ფრთხილად გაუყვნენ ბეტონის ნამსხვრევებზე. ბოლოს ერთ დანგრეულ სახლთან მილასლასდენ, რომელიც კარგად გამოიყურებოდა,ფანჯარა შეამტვრიეს და ძლივს შეფორთხდნენ. ოთახი ხელუხლებლად გამოიყურებოდა, იქვე საწოლზე საცვალი და სათამაშო დათუნია ეგდო. ქალს გაახსენდა როგორი დაღლილი იყო, იწამს დაწვა, მოიკუნტა და თვალები დახუჭა, მამაკაცმა ამასობაში ჯერ ოთახში იბორიალა მერე სამზარეულოში გავიდა, წყალს ეძებდა... პირსაბანს მიაშურა და ონკანი გააღო...
.....აი ონკანი კი გაიღო მაგრამ იქიდან წყლის მაგივრად ისტერიული ხმა წამოვიდა, რომელიც საჰაერო განგაშის სირენას ჰგავდა. მამაკაცმა თავი გადააქნია, მერე ონკანს მიაშტერდა.... –––– ელენ! ელენ! –––– აყვირდა მამაკაცი–––– მივხვდი! მივხვდიიი!!! –––––საინტერესოა მაინც რას მიხვდი?–––– გაისმა ირონიული პასუხი.––– სამსახურში დაიგვიანე! ახლა გაგაგდებენ, ამას მიხვდი ხომ საზიზღარო.... .... მამაკაცი გამოერკვა, ონკანი ნელ–ნელა გაუჩინარდა... მან საბნიდან თავი გამოყო და ცოლს უაზროდ მიშტერდა... –––– ელენ, სად ვართ? შენც ნახე ეს ყველაფერი.... –––– რა? რა უნდა მენახა? 10 წელია შენთან ვარ და კარგი არაფერი მინახავს... უსაქმური ხარ, უსაქმური! ლოთი და ზარმაცი, ნეტავ კიდევ რამდენ ხანს.... ..... მაგრამ მამაკაცი მას აღარ უსმენდა, ის უკვე ფართოდ იღიმებოდა, აი მიხვდა, მიხვდა რომ ეს სიზმარი იყო! და რა ბედნიერია ის გარეუბნის ამ ღარიბულ , ვიწრო , მტვრიან ბინაში! ღმერთო, რა ბედნიერია! ..... აღტაცებული წამოხტა და ცოლს მოეხვია, ქალს ასეთი რამ უკვე დიდი ხანია აღარ ახსოვდა, შიშისგან ხელიც ჰკრა და შეჰკივლა... მაგრამ მერე გამოერკვა და თავადაც მოეხვია. .... ისინი საწოლზე იჯდნენ,ერთი მათგანი გახარებული, ხოლო მეორე უზომოდ გაკვირვებული, სადღაც იქით კი, სამზარეულოში, თითქოს საჰაერო განგაშის სირენააო, ონკანი ღმუოდა.......
მოსკოვი. (2008) .წ. გაზაფხული. სერგეი ნეველი.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. 7) მგონი,სწორედ მეტრი სიგრძის, მეტრ–ნახევარი დიამეტრის და არანაკლებ ათ ტონიანი თეთრი ის,ხაზს უსვამს რუსეთს. რუსეთში მაგის მეტირ ა არის ) 7) მგონი,სწორედ მეტრი სიგრძის, მეტრ–ნახევარი დიამეტრის და არანაკლებ ათ ტონიანი თეთრი ის,ხაზს უსვამს რუსეთს. რუსეთში მაგის მეტირ ა არის )
7. სერგეი,,,არმაგედონი რუსულად” სხვა საიტზეც წავიკითხე და იმავე კომენტარს გავიმეორებ, რომ საინტერესოა, ფილმივით "ვუყურე", მაგრამ ტექსტში არ ჩანს, რომ მოქმედება რუსეთში ვითარდება, ან რომ გმირები რუსებია... ალბათ ნოველა ავტორის კონკრეტულ შეგრძნებას უკავშირდება, რომელიც რუსეთში განიცადა... მაგრამ რეალურად ისე ჩანს, რომ სათაური "გვატყუებს" )))) სერგეი,,,არმაგედონი რუსულად” სხვა საიტზეც წავიკითხე და იმავე კომენტარს გავიმეორებ, რომ საინტერესოა, ფილმივით "ვუყურე", მაგრამ ტექსტში არ ჩანს, რომ მოქმედება რუსეთში ვითარდება, ან რომ გმირები რუსებია... ალბათ ნოველა ავტორის კონკრეტულ შეგრძნებას უკავშირდება, რომელიც რუსეთში განიცადა... მაგრამ რეალურად ისე ჩანს, რომ სათაური "გვატყუებს" ))))
6. ––––ელენ, ძვირფასო....–––დაიწყო მამაკაცმა. –––––ხმა ჩაიწყვიტე!––––შეჰკივლა ქალმა,––––ჩვენ.... ჩვენ .... დავისაჯეთ, ღმერთო.... ––––ის აქვითინდა. მამაკაცმა ამოიოხრა და ცას ახედა. მერე ქალს გვერდით მიუჯდა, მოეხვია.... ––––ელენ, ძვირფასო....–––დაიწყო მამაკაცმა. –––––ხმა ჩაიწყვიტე!––––შეჰკივლა ქალმა,––––ჩვენ.... ჩვენ .... დავისაჯეთ, ღმერთო.... ––––ის აქვითინდა. მამაკაცმა ამოიოხრა და ცას ახედა. მერე ქალს გვერდით მიუჯდა, მოეხვია....
5. საინტერესოა ! :) ძალიან კარგად წერთ :) იმედია ეს პროზა არ იმოქმედებს ამ ღამით ჩემზე :D:D 2+ ჯიგარ! :) საინტერესოა ! :) ძალიან კარგად წერთ :) იმედია ეს პროზა არ იმოქმედებს ამ ღამით ჩემზე :D:D 2+ ჯიგარ! :)
4. ვინმე ამიხსნის ამას 2 რატომ აქვს რეიტინგი? სირცხვილია რა:( ვინმე ამიხსნის ამას 2 რატომ აქვს რეიტინგი? სირცხვილია რა:(
3. ვაახ..... მოკლედ, ეს ბულგაკოვი რა მაგარია ა;) :D ვაახ..... მოკლედ, ეს ბულგაკოვი რა მაგარია ა;) :D
2. ძილის წინ მაინც არ წამეკითხა... ძილის წინ მაინც არ წამეკითხა...
1. დავიზაფრე,სიზმარი კი არა კოშმარია.. დავიზაფრე,სიზმარი კი არა კოშმარია..
|
|
მონაცემები არ არის |
|
|