ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: khergo
ჟანრი: პოეზია
3 ოქტომბერი, 2009


საგიჟეთი (უბრალოდ განსხვავებულად მოაზროვნეთა ბუდე)

სამყაროს უკვე სხვა თვალით ვხედავ,
მაგრამ მაცვია თეთრი ხალათი,
ვიცი ვახსოვარ მარტოდენ დედას,
რადგან არ იცის დედამ ღალატი...

მე შევიცვალე, დრომ ვერ გამიგო
და ამიტომაც ცივი კარ(ებ)ი,
ერთ დღესაც ჩემ წინ უცბად გაიღო,
დღეს პალატებში დავიარები...

სტალინს და ჰიტლერს გვერდიგვერდ სძინავთ,
ბრძენნი კი ბჭობენ სხვადასხვა განხრით,
აქ სამუდამოდ დავიდე ბინა,
დედა კი ცრემლებს ყოველდღე დაღვრის...


გიორგი ხერგიანი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები