ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რებეკა
ჟანრი: პოეზია
4 ოქტომბერი, 2009


***

წვიმის სისველემ გამიყინა სულის ძარღვები.
ოცნების შავი ჩარჩოები ვერ გავარღვიე
და შემოდგომამ ფოთოლცვენა იწყო ნაღველის,
დარდის, ტკივილის მწუხარების ....  ვერ გავარკვიე
რატომ მიცქერის  მტკვარი ასე  სასტიკად  მწყრალი.
ჩემი ფიქრივით ამღვრეულა  ხიდის ქვეშ წყალი...
მეტეხის  ძირას, წმინდა აბოს ფრესკას გავანდე
ჩემი  გიჟური გატაცება...
  სანთლად აგანთე...
მტკვარის სისველის  შეგრძნებების  უფლება არ მაქვს,
უნეტარესი სიყვარული გულით რომ დამაქვს
და სისულელეს არ ჩავიდენარასდროს არა....
შევეგუები  ცხოვრებისგან  გვემას და დაღლას.
შენ რომ არ შეგრცხვეს ოდესმე რომ იმ ქალს იცნობდი
რომელსაც , თუნდაც უხილავად  ქალად  იგრძნობდი,
ერთხელ მომლოცველს    დამიძახებს გულცივი მტკვარი...
ტყუილად ელი, ბედნიერი უშენოდ არი...
ატყდეს  თუნდ რისხვა  ზეციური, ელვა და  ჭექა
ბედნიერების მოგიქარგე ლამაზი თექა...
და უკან დარჩეს ყოველივე ტაძარი, მექა....
შენ  სიმტკიცის და გამძლეობის  ამაყი  კლდე ხარ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები