ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: დრო მოვიდა
ჟანრი: პროზა
4 ოქტომბერი, 2009


შეხვედრა ედემის ბაღში ახალ დაქალებთან(მეორე ნაწილი)

მე კი კატო მერქვა,ყავა და ლუდი ერთად მიყვარდა და დედა მიყვარდა,ჩემი დედის და დების სუნი ყველაზე მეტად..
დედას რომ ვუყურებდი,ასე მეგონა სარკეში ვიყურებოდი,მართალია დედას ყავა და ლუდი ჩემსავით არ უყვარდა და ვერც სიგარეტს უხდენდა ორივეს,მაგრამ მაინც სარკიდან მიყურებდა ყოველთვის.
მე მისი ფერის თვალები მქონდა და ვერასოდეს ვუყურებდი მას თვალებში,არ მინდოდა მისი წარსული მტკენოდა..
ჩემს არაჩვეულებრივ თვალებზეც საუბრობდნენ,თვალები უცინისო...
ცოტა ნაოჭი რომ შემეყარა-აღარ...
ნაკლებს ვიღიმოდი,რადგან ღიმილი ყიდდა ჩალის ფასად ჩემს ასაკს...
რაც უფრო ნაკლებად ვიღიმოდი,მით უფრო სევდა აწვებოდა გულს...
სევდაზე სხვა დროს გოგოებო,რა დროს ეგ არის...
სტუმარი მიყვარდა კიდევ,კარს იქით ყველა მიყვარდა ვინც ჩემთან მოდიოდა,მიყურებდნენ და ვენატრებოდი,ვგრძნობდი ამას,არასოდეს მითქვამს რომ მენატრებოდნენ,იცოდნენ მაინც...
ზღვა მიყვარდა ზამთარ-ზაფხულს,წვიმაში და თოვლში,მშვიდი და აღელვებული,წითელი და შავი,მიყვარდა ღამით,როცა შფოთავდა და არ ჩანდა მე მგავდა მაშინ.დროდადრო ისეთი მშვიდი იყო,ვფიქრობდი იყო თუ არ იყო?!
გვიან შემოდგომას ავტობუსით მგზავრობა მომინდებოდა ხოლმე,ნელ-ნელა რომ შემეგრძნო ნისლიანი თბილისის სისადავე და სინაზე,უკვე ციოდა და ყველა ფანჯარა დაკეტილი მხვდებოდა,სუნი იდგა აღსარების,სიხარულის,ცოდვა-მადლის,სოსისის,წიწიბურას და კვერცხის,საუზმის სუნი...მე ყავას და "შანელს" ვაფრქვევდი მხოლოდ.
თბილისში კი იდგა განუმეორებელი შემოდგომა,ფერადი ჩემი ფიქრებივით.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები