ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: khergo
ჟანრი: პოეზია
5 ოქტომბერი, 2009


იგავი ავაზაკზე (ვეცადე ლექსად)

ამქვეყნად რჩება მხოლოდ სახელი,
დრო დაუნდობლად ყველაფერს წაშლის,
მივდივარ, აქ კი ცოდვებს გამხელილს,
წიგნადა ვტოვებ ყველასთვის გაშლილს...

ჩემი ცოდვები ვინანე ბოლოს,
ჩამომაგორდა ღაწვზე კურცხალი,
უფალმა იცის, რასაც ვგრძნობ მხოლოდ,
სამსჯავროზე, კი მე გამოვცხადდი...

ჭინკებმა პინა ჩემი ცოდვებით
აავსეს, მოჰყვნენ ხარხარს და ხითხითს,
ვიცი, არავის შევეცოდები...
ჯოჯოხეთის გზას გავყვები, მივხვდი...

და იმ დროს როცა, ჩამჭიდეს ხელი,
როცა დავკარგე ყველა იმედი,
ტარტაროზი კი პირღია მელის,
მგონია უკვე ცეცხლთან მივედი...

ცრემლი დაეცა მეორე პინას,
მფარველ ანგელოზს მოუტანია,
იმ ცრემლში ალალ სინანულს სძინავს,
ხო, იმ კურცხალში ჩემი გზანია...

ცოდვების მხარე გადაიწონა,
თურმე რა მცირეს მოითხოვს ღმერთი,
სინანულს დიდი ჰქონია წონა,
ჩვენ კიდე მაინც ბოროტი გვერჩის...

გიორგი ხერგიანი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები