ნაწარმოებები



ავტორი: დრო მოვიდა
ჟანრი: პოეზია
6 ოქტომბერი, 2009


ახლახანს მივხვდი ყველაფერს

მე შემიყვარდა სათვალე და აღარ მომწონს თვალები,

ცივი და მიუსაფარი...

მე შემიყვარდა მეზობლის შვიდშვილიანი ოჯახი,

-ჩემზე რომ ხუთით მეტი ჰყავთ

გულით ვუღიმი მათ დედას და გამარჯობას მეტ-ნაკლებს

ვიმეტებ სხვა მეზობლისთვის,

იმასაც მივხვდი -დედობა,მამობაზე რომ ძნელია

და რომ გული ძგერს ორმაგად,

სიცხე რომ უწევს ელენეს..

და რომ ბავშვების ოთახი ვარდისფრად შემაღებინეს,-

ახლახანს მივხვდი ყველაფერს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები