ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: იმო ჯახუანი
ჟანრი: პოეზია
7 ოქტომბერი, 2009


ძილისპირული


რაღაც  ძალიან  მომინდა  ძილი...
-  ხომ  არ  მეღლები,  ჩემო  ძვალხორცო?!.
წინ  ხომ  ჯერ  გრძელი  გვიძევს  მანძილი
და  აღმართებზე  ჩვენი  გზაწვრილის
წამოგვეწევა  ვიდრე  მაცილი,
ჯარიც  ჯავრისა  ჯამში  ჩავხოცოთ!..
ღამევ,  ჩრდილთა  და  ფერთა  წარმხოცო,
ბნელში  რომ  ბნელი  გიყვარს  ოცნება,
იმ  მთვარეს  შუბლში  უნდა  ვაკოცო,
შენ  რომ  გაჯავრებს  დღე  და  მოსწრება!..
შენ  -  ავაზაკთა  საჩრდილობელო,
ვერცროს  ჩაუქრობ  ამ  გულს  ამ  კოცონს,
სულ  რომ  დაფერფლავს  შენს  სამფლობელოს,
რომ  კვამლიც  შენი  ცას  შეახოცოს!..

მაგრამ  რამდენი  წელიწადია,
რაც  ნატვრად  მექცა  იგი  სიზმარი...
-  ჩემი  რამდენი  ლექსის  გადია,
რომ  მარწყულებდა  ცრემლით  -  ცის  ცვარით...
და  დღესაც  მასთან,  ვიცი,  აგდია
უთბილესობით  დაუვიწყარი
ჭრელი  პერანგი  ჩემი  ბალღობის  -
ნაბატონარი  და  ნასიცხარი...
და  რომ  მაგ  შავი  გულის  გალღობა   
შევძლო  ამ  გულის  ცეცხლის  ჩინჩხალით,
ამისთვის  შენთან  ძილი  მომინდა,
მრუშო  ბებერო,  ძველო  ავხორცო!..
დავღლილვარ  ვიდრე  შენთან  ომით,
შენი  ნდომითაც,
-  შენს  მაცდურ  თვალებს  უნდა  ვაკოცო!..

                                                1986  წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები