ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მზია სალვარიძე
ჟანრი: პოეზია
7 ოქტომბერი, 2009


სული

სხეულში
სული პატრუქად იწვის
იღვწის
მომავლის უკვდავსაყოფად,
სამყოფი
სიბრძნე მოგვმადლა ღმერთმა...
მან ერთმა
უწყის რა არს გაყოფა-
სად გადის ზღვარი უსაზღვროების,
ღრეობა
ლოცვით როდის ჩერდება,
ბერდება
ირგვლივ ყველაფრის ფასი,
არსია
ყოვლის უბრალოება...
წალეკოს ღმერთმა ყოველი მიწა
იწვა
რომელზეც ცოდვის საბუდო,
სად ბუდობს
ნეტა მშვიდობის მტრედი,
გადარჩენილთ რომ ტოტი დაუდოს?
სხეულში
სული პატრუქად იწვის,
იღვწის,
იღვრება სიმწრის ცრემლებად
ცხედრებად
გვრჩება ყველას იმედი
რომ ოდეს ისევ გამოცხადდება...

                                                        22.09.2008 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები