ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: khergo
ჟანრი: პოეზია
7 ოქტომბერი, 2009


***

დღეს ჩემს გონებას ადევს ბორკილი,
მაგრამ ისეთი, მეც, რომ ვერ ვხვდები,
თავი მაბია და თავმოჭრილი,
ვარაუდებზე დავეხეტები...

მეც მიკვირს, როგორ დამატუსაღეს,
რის ხარჯზე დახშეს ჩემი გონება,
ყოველ წამს და წუთს ვეძებ გასაღებს,
რომ აღარ დავრჩეთ ხორცის მონებად...

უცნობის ახსნა ძალზედ ძნელია,
გონების მხოლოდ ვიყენებთ ნაწილს,
ცხოვრების გზა კი უფრო გრძელია,
მაგრამ მის გავლას არავინ გვაცლის...

დრომ დრო იხელთა და დაგვიბრიყვა,
მსოფლიოს ბნელი ძალები მართავს
და გვევლინება ახალ ჰიბრიდად,
სატანა ქვეყნის გაღებულ კართან...

აღარვის მჯერა, ვერვის ვენდობი,
მწამს ყველაფერი გაწერილია,
მხოლოდ უფალის, ჩემი შენმდობის,
იმედი მაქვს და თან მეშინია...
(სამსჯავროზე წარსდგომის და არაფერის სხვის)

გიორგი ხერგიანი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს