ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო გურჯი
ჟანრი: პოეზია
7 ოქტომბერი, 2009


. . .

ყელში ამოსული კადრები. ოთახი. დილა.
თვალის დახუჭვა, კვლავ გახელა. დილა. ოთახი.
ეწევი. დგები. შემოდგომა. ოჯახი. შვილი.
ცოლი. იგივე... შემოდგმა. შვილი. ოჯახი.

და არაფერი ამ "უბადლო ყველაფრის" მერე,
ყავა. საუზმე. შეკურთხება, მერე ყველაფრის !
და "სიგიჟემდე დარჩენილი, ყველაფრის" წერა,
სულ უმნიშვნელო მოვლენებზე წერა. ყველაფრის

როცა ისედაც ყელამდე ხარ... ამის შედეგად,
უფრთხი საკუთარ ამოსუნთქვას, შედეგად ამის:
შემოდგომაა... სამწერტილი, არის შემდეგ კი,
ცდილობ რაღაცა მოუხერხო "შემდეგ კი არის"-ს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები