ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
7 ოქტომბერი, 2009


მანსარდული ფიქრები

  წიკწიკი საათის
  წამიღებს არსაით,
  დრომ მითხრა -
              БАНЗАИ!..
  რა დრომდე?!
  მადროვე ცხოვრება,
  სულ მემახსოვრება,
  დრო გაშვებული
              ПОД ОТКОС.
  დამატკბოს იქნება
  უდროო ფიქრებმა
  და იმის მიგნებამ -
              ЖИЗНЬ- ПУСТЯК...
  რა ჩქარი პულსი აქვს
  ჩემს პოპულაციას,
  ტანზე არ მაცვია
                ГРАЦИЯ.
  დღე არის ცაცია,
  ყოველ წუთს მარცხია,
  სიკეთე არ სცხია,
                НЕ ФОРТИТ...
  ჰგავს ქალი ნეფერტიტს,
  მიყვება ბებერ ტიპს,
  შემთვრალს და შებერტყილს,
                НАУГАД.
  არ ვფიქრობ აუგად,
  როცა ვერ მიგებენ,
  არ მიყვარს რიგებში
                ГОЛЫЕ ЛИЦА...
  წიკწიკი საათის
  წამიღებს არსაით
  და ფიქრის მანსარდში
  ვაჭედებ ფიცარს...
 
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები